უცხოური პრესა

უცხოური პრესა 06.01.2016

423368
უცხოური პრესა

მიმოხილვას ვიწყებთ ინგლისურ გაზეთ „თაიმზ“-ში გამოქვეყნებული სტატიით, რომელშიც ნათქვამია: „თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა მწვავე რეაქცია გამოხატა გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ იგი თურქეთში საპრეზიდენტო სისტემისათვის ნაცისტურ გერმანიას მაგალითად იყენებს. ერდოღანმა განაცხადა, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან გაკეთებული განცხადება კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი. პრეზიდენტის სამსახურის წარმომდგენელმა აღნიშნა: „არ არსებობს ასეთი შედარება. პრეზიდენტის სიტყვები, რომელშიც აცხადებს, რომ ისევე როგორც ისლამოფობია ჰოლოკოსტი და ანტისემიტიზმი კაცობრიობის წინაშე დანაშაულია, ისე წარმოჩენა, რომ იგი ჰიტლერის გერმანიის დადებითი მოხსენიებაა, მიუღებელია.

ისრაელში გამომავალი გაზეთი „ჰაარეცი“ წერს: „თურქეთის პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთმა და ისრაელმა საჭიროა აღიარონ რომ თურქეთსა და ისრაელს ერთმანეთი სჭირდება. საუდის არაბეთში ვიზიტიდან დაბრუნებისას თვითმფრინავში ჟურნალისტებთან საუბრისას ერდოღანმა აღნიშნა, ისრაელს რეგიონში თურქეთის მსგავსი ქვეყანა სჭირდება, ჩვენც უნდა ვაღიაროთ რონ ისრაელის მსგავსი ქვეყანა გვჭირდება“. თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ თურქეთი და ისრაელი გულწრფელად ორივე სათანადო ზომების გატარებას დაიწყება, ნორმალიზაცია ბუნებრივად მოხდება.“

იაპონური საინფორმაციო სააგენტო „კიოდო“-ს ცნობით, „საუდის არაბეთის მეფე სელმანი და თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში შეხვდნენ და სამხედრო, ეკონომიკურ და ენერგო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებისათვის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შექმნის გეგმა დაამტკიცეს. ორივე ქვეყანას სურს სირიაში ასადის რეჟიმი ჩამოშორდეს ხელისუფლებას და ორივე იანვარში ხელმეორედ გასამართ სირიის სამშვიდობო კონფერენციაზე ოპოზიციის ერთობლივ მოლაპარაკების ჯგუფს დაუჭერს მხარს“.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „როსბალტ“-ის მიხედვით, რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა ალექსეი ულუკაევმა სატელევიზიო არხ როსია 24- სათვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსული საქმიანი სამყარო და განსაკუთრებით ტურიზმის სექტორი თურქეთზეა მოკიდებული. ულუკაევის თქმით, „ტურიზმის სექტორის მსგავსად თურქეთზე ზედმეტად დამოკიდებული სფეროები გვაქს. შეზღუდვები ამ სფეროებზე ყველაზე მეტად აისახება. მისვე თქმით, თურქეთიდან შეტანილ ზოგიერთ პროდუქციას ფართო ადგილი უკავია რუსეთის დახლებზე და რუსეთის ეკონომიკური კუთხით დანაკარგებს ახლო მომავალში დაითვლიან.“

ირანული საინფორმაციო სააგენტო „ირნა“-ს ცნობით, თურქეთის ვიცეპრემიერი და მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი ნუმან ქურთულმუში აცხადებს, რომ ანკარა საუდის არაბეთსა და ირანს კეთილგონივრულობისკენ მოუწოდებს და სურს მალე აღმოიფხვრას დაძაბული ურთიერთობა. ქურთულმუშის განცხადებით, ირანი და არაბეთი ისლამური სამყაროს ორი დიდი დ მნიშვნელოვანი ქვეყნაა და დაამატა: „რეგიონს აღარ შესწევს ძალა უფრო მეტ დაძაბულობას გაუძლოს. ჩვენ, როგორც ორივე ქვეყნის მეგობარ ქვეყანას, გვსურს ორივე ქვეყანამ კეთილგონივრულად იმოქმედოს რადგანაც საუდის არაბეთისა დი არანის ურთიერთ მტრულ პოზიციაზე ყოფნა ორივე ქვეყანას და რეგიონს ზიანს მოუტანს“.


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა , #მიმოხილვა , #პრესა

მსგავსი ინფორმაციები