უცხოური პრესა 09.12.2015

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

404888
უცხოური პრესა 09.12.2015

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ სატელევიზიო არხ El Arabiya-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელშიც ნათქვამია: „თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი ტერორგანიზაცია დაიშისა და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ კონკრეტული შედეგების მისაღებად „უსაფრთხო და ტერორისგან გაწმენდილი“ რეგიონის შექმნისა და ზომიერი ოპოზიციის გაწვრთნა-აღჭურვის საკითხებში კატეგორიული“.

კატარის სატელევიზიო არხ El Cezire-ს ცნობით, თურქეთის პრემიერმინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ რუსეთის მიერ მისი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დაგმო და განაცხადა, რომ რუსეთი ამ ქმედებაში არათანმიმდევრულია. მან პარტიის ყოველკვირეულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ანკარამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს.

ინგლისური REUTERS-ის თანახმად: „ერაყის ელჩმა მუჰამედ ალ ჰექიმმა, რუსეთის მიერ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს დახურული სხდომის დროს თურქეთის სამხედროების განლაგების საკითხის დღის წესრიგში დაყენების შემდეგ ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა „საკითხს ბაღდათსა და ანკარას შორის ვარკვევთ.... საკითხი უსაფრთხოების საბჭოზე ან გაეროში არ გადაგვიტანია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ანკარასა და ბაღდათს შორის ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკება და ეს კი კარგად მიდის“. მისივე თქმით, მოსკოვს საკითხის საბჭოში გადატანამდე ბაღდათთან კონსულტაციები არ გაუვლია.“


ისრაელში გამომავალი გაზეთი Haaretz-ი წერს: „სირიის შეიარაღებული დანაყოფების და ოპოზიციური მოძრაობის ასამდე წარმომადგენელი საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში შეიკრიბა. ირანი შიშობს, რომ საუდის არაბეთს მისთვის როლის წართმევა და კონფერენციით პოლიტიკურ შედეგებზე თეირანის გავლენის შემცირება სურს. ისე ჩანს, რომ თემა საუდის არაბეთიც არ არის. სირიის ოპოზიცური ინტერნეტ გვერდები წერენ, რომ სირიაში რუსეთის ოპერაციებიც ირანის აღშფოთებას და იმედგაცრუებას იწვევს. რუსებმა ქალაქ ჰუმუსიდან ირანელები გამოაძევეს და რეგიონში თავიანთი საბრძოლო თვითმფრინავებისათვის ბაზის აგება სურთ“.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები