უცხოური პრესა 10.09.2015

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

377650
უცხოური პრესა 10.09.2015

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ რუსულ „რია ნოვოსტი“-ს ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილის განცხადებით სირიისათვის ჰუმანიტარული დახმარების გადამზიდი თვითმფრინავების თურქეთის საჰაერო სივრცეში გავლის თაობაზე მოსკოვიდან მოთხოვნა არ მიუღიათ და „საკითხის სიფრთხილიდან“ გამომდინარე სირიაში გადაფრენის მსურველი ყველა უცხოური თვითმფრინავის თურქეთის საჰაერო სივრცეზე გავლის ნებართვის გაცემის საკითხზე დეტალურად მსჯელობენ.

რუსეთის მოთხოვნაზე სირიაში ჰუმანიტარული ტვირთის ჩასატანად ბულგარეთისა და საბერძნეთის საჰაერო სივრცე გამოეყენებინათ, აშშ-მა მწვავე რეაქცია გამოხატა. სამშაბათს კი ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინსიტრომ განაცხადა, რომ 1-24 სექტემბერს შორის სირიაში ჰუმანიტარული ტვირთის ჩასატანად რუსული თვითმფრინავები ბულგარეთის საჰაერო სივრცეს ვერ გამოიყენებენ.

ინგლისური „თაიმსი“-ს თანახმად, ლიბანში ტრიპოლის საპორტო ქალაქის სამოგზაურო სააგენტოები იტყობინებიან, რომ ევროპისაკენ საზღვაო მოგზაურობის დასაწყის წერტილ თურქეთში, ადგილების დაჯავშნა 30%-ით გაიზარდა. ერთ-ერთი სამოგზაურო ბიუროს წარმომადგენლის განაცხადებით, თუ წინათ თურქეთში კვირაში ორი გემი გადიოდა, დღესდღეობით დღეში 3-4 გემი გადის. ამავე ვითარების არსებობას ადასტურებენ ჰუმანიტარული ორგანიზაციებიც.

“როიტერი“ ერთ-ერთი სირიელი სამხედრო უფლებამოსილის მიერ მიწოდებულ ინფორმაციზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე სირიაში რუსი სამხედროების რაოდენობა გაიზარდა. რუსეთი აღიარებს, რომ სირიაში სამხედრო სპეციალისტები ჰყავს, თუმცა აცხადებს, რომ ისინი მხოლოდ სირიელ უფლებამოსილებს იარაღის გადაზიდვის განხორციელებაში ეხმარებიან. ამერიკის წარმომადგენელთა განცხადებით კი ეჭვობენ, რომ რუსეთი ასადის დახმარების გაზრდას ცდილობს.

რუსული „იტარტასის“ ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ სირიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთი სირიაში სამხედრო ტექნიკის მიწოდებას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ახორციელებს და საჭიროების შემთხვევაში ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში დამასკოსათვის დამატებითი დახმარების საკითხზე შესაძლებელია იმსჯელონ. ზახაროვას განცხადებით, რუსეთსა და სირიას შორის სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა საიდუმლო და სამხედრო ტექნიკის მიწოდებას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად არსებული შეთახმებების ფარგლებში ახდენენ.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები