უცხოური პრესა 15.07.2015

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

345363
უცხოური პრესა 15.07.2015

მიმოხილვას ვიწყებთ ირანული საინფორმაციო სააგენტო ”ირნას” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ირანის ისლამური რესპუბლიკის საზღვაო ძალების სარდალმა, ადმირალმა ჰაბიბულა სეიარიმ, ირანის სამხედრო ძალისა და სანქციების გავლენასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა: ”ირანზე ემბარგოები გაგრძელდება თუ არა ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ირანის ბრძოლისუნარიანობა ყოველდღიურად ძლიერდება”. სეიარიმ გუშინ თეირანში სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც განაცხადა, რომ ირანის არმიას ყოველგვარი შეიარაღება ადგილობრივი ტექნოლოგიებით უნდა დამზადდეს და ამისათვის შესაბამის ნაბიჯებს დგამენ. ”დღეისათვის განვითარებული ტექნოლოგიით შესაძლებელია თანამედროვე იარაღების და სამხედრო აღჭურვილობის დამზადება” - განაცხადა ირანის ისლამური რესპუბლიკის საზღვაო ძალების სარდალმა ადმირალმა ჰაბიბულა სეიარიმ.

ინგლისური ”გარდიანი” იუწყება, რომ ერაყის ომში, რომელიც 16 თვეს გაგრძელდა, 15 ათასი სამოქალაქო პირი დაიღუპა. გაეროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად DAEŞ-ის და ერაყის არმიას შორის მომხდარი შეტაკებების დროს ასევე 30 ათასი ადამიანი დაშავდა და ხშირად ჰქონდა ადგილი ადამიანთა უფლებების დარღვევას.

ესპანური გაზეთი ”ელ-მუნდო” ყურადღებას ჰოლანდიელ ფეხბურთელ რობინ ვან პერსის ტრანსფერზე ამახვილებს და წერს, რომ ინგლისური კლუბის მანჩესტერ იუნაითეტის ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ თურქულ კლუბ ფენერბაჰჩესთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

რუსული ”ნეზავისიმაია გაზეტას” მიხედვით, ტაჯიკეთი ”აინი”-ს სახელწოდების აეროპორტს ინდოეთისათვის სამხედრო ბაზად გამოყენებისთვის გადაცემას აპირებს. აღნიშნული საკითხი გუშინ ინდოეთის პრემიერმინისტრის ნარანდა მოდის ტაჯიკეთში ვიზიტის დროს იქნა დღის წესრიგში დაყენებული. გაზეთის ცნობით, აღნიშნულ აეროპორტის რუსეთს და აშშ-საც სურს სამხედრო ბაზად გამოყენება. ”აინი”-ს სახელწოდების აეროპორტის ინდოეთისათვის გადაცემის საკითხი ორ ქვეყანას შორის 10 წელია განიხილება.

ბერძნულ ”კატიმერინში” ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით ”საზაფხულო ფასდაკლებების დაწყების მიუხედავად არც კლიენტია და არც მომუშავე” და მასში ვკითხულობთ: მაღაზიებში გუშინ დაწყებული საზაფხულო ფასდაკლების მიუხედავად კლიენტების სიმცირე ნათლად შეიმჩნევა, მაშინ როცა წინა წლების ამ პერიოდში სიტუაცია პირიქით იყო.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები