უცხოური პრესა 01.07.2015

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

327825
უცხოური პრესა 01.07.2015

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გერმანულ ჟურნალ „ფოკუს“-ში გამოქვეყნებული სტატიით, რომლის თანახმადაც, გერმანიის მოქალაქეობის აღების მსურველთა რაოდენობის შემცირება შეიმჩნევა. აქვე აღნიშნულია, გერმანიის მოქალაქეობის აღების მსურველი თურქების რაოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი რაოდენობრივად ყველაზე მეტი არიან, შესამჩნევად შემცირდა. ფედერალური სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, გასულ წელში 108 ათას 420 უცხოელმა მიიღო გერმანიის მოქალაქეობა რაც წინა წელთან შედარებით 3,5%-იან შემცირებას ნიშნავს. გასულ წელში 22 ათას 500-მა თურქმა აიღო გერმანიის მოქალაქეობა, მათ 5 ათას 900 ადამიანით პოლონელები, 3 ათას 900-ით ხორვატები და 3 ათას 500-ით კი კოსოვოელები მოჰყვებიან. გასულ წელში იმ თურქთა რაოდენობა, რომელთაც გერმანის მოქალაქეობა მიიღეს, წინა წელთან შედარებით 5 ათას 500 ადამიანით ანუ 19,7%-ით შემცირდა.

ირანულ გაზეთ „შარქ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სათაურით „ირანის პრიორიტეტი გაზის უპირველეს ყოვლისა მეზობელ ქვეყნებში ექსპორტია“, რომლის თანახმადაც, ირანის სავაჭრო პალატის თავმჯდომარის მოადგილემ, პედრამ სულთანიმ, განაცხადა, რომ ირანის პრიორიტეტი გაზის უპირველეს ყოვლისა მეზობელ ქვეყნებში ექსპორტია. მისივე თქმით, ირანის სამხრეთ რეგიონებში გაზის მიწოდების გაფართოებისა და ირანის გაზის მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდეგ ირანს შეუძლია მეზობელ ქვეყნებთან ბუნებრივი აირით ვაჭრობის გაფართოება და ამ საკითხში რაიმე სახის პრობლემა არ არსებობს. პედრამ სულთანის განცხადებით, ირანიდან თურქეთში და იქედან ევროპაში გაზის ექსპორტიც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.

ფრანგული გაზეთის ლე ფიგაროს ინფორმაციით, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი შარლ პასკუა. ო-დე-სენას რეგიონის მეჯლისი თავმჯდომარის პეტრიკ დევეჟიანის მიერ წერილობით გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პასკუა გულის უკმარისობით გარდაიცვალა. საფრანგეთში შირაკის პერიოდის ცნობილი სახელებიდან პასკუა მოგვიანებით პრეზიდენტს დაუპირისპირდა და მხარი დაუჭირა რესპუბლიკისათვის გაერთიანების სახელწოდების პარტია. მან პოლიტიკური მოღვაწეობა 43 წლიანი კარიერის შემდეგ 2011 წელში დაასრულა.

ესპანური ელ მუნდოს ინფორმაციით საბერძნეთის ეკონომიკურმა კრიზისმა ესპანეთის სახალხო პარტია და პარტია პოდემოსი ერთმანეთს დაუპირისპირა. ესპანეთის პრემიერმა რახოიმ პოდემოსის გამონათქვამი, რომ საბერძნეთის მთავრობა სამაგალითოდ მოიქცა, გააკრიტიკა. პრემიერის განცხადებით, ესპანეთის მოსახლეობა მშვიდად უნდა იყოს, რადგანაც ის ვითარება, რაც საბერძნეთში მოხდა, როდესაც მოსახელობამ ბანკებიდან თანხა ვერ გამოიტანა, ესპანეთში არ მომხდარა.

და ბოლოს საბერძნეთში გამომავალი გაზეთი კატიმერინის ინფორმაციით საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა იანის ვარუფაკისმა ინგლისური ტელეგრაფისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროზონაში საბერძნეთის ადგილი ვაჭრობის თემა ვერ იქნება და ევროპულ თანამეგობრობათა სასამართლოს მიმართავენ. მან ასევე დაამატა: “ევროკავშირის პირობები ევროზონიდან გაგდებას არ ითვალისწინებს, ასე რომ ჩვენც გასვლა არ გვსურს. ევროზონაში ჩვენი ადგილი საკამათო არ არის“.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები