უცხოური პრესა 03.06.2015

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

292051
უცხოური პრესა 03.06.2015


უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ ირანული საინფორმაციო სააგენტო „ფარსნიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთის სტრატეგიული კვლევის ცენტრის გენერალურმა თავმჯდომარემ, ჯელალ გუზელმა, ევროპარლამენტს მიმართა და განაცხადა, რომ 1998 წელში პრესისათვის გაკეთებული განცხადებით მთელს მსოფლიოს ოსმალური არქივების მკვლევართათვის გახსნის შესახებ შეატყობინეს და ევროპარლამენტს მოუწოდა სომხებს დალუქული დაშნაკების არქივების გახსნა მოსთხოვოს. მისივე თქმით, მსოფლიოში ჩაკეტილი ერთადერთი არქივი სომხეთში არსებული დაშნაკების არქივია და იგი სომეხი მკვლევარებისთვისაც კი ჩაკეტილია.

გერმანული „დი ველთი“ მიგრანტთა პრობლემას ეხება და წერს: „ერთი შეხედვით ყველაფერი კარგადაა, ევროკავშირი ხმელთაშუა ზღვაში თანდათან უფრო დიდ დრამად ქცეულ მიგრანტთა პრობლემის მოგვარების საკითხზე უფრო მონდომებული ჩანს. ევროკომისია გეოგრაფიულად ხმელთაშუა ზღვის არა მოსაზღვრე ქვეყნებს აიძულებს მიგრანტები კვოტების შესაბამისად მიიღონ. იმ ქვეყნების წასახალისებლად, რომელთაც მიგრანტების მიღება არ სურთ, თითო მიგრანტზე 6 ათას ევროს სთავაზობენ. ეს თითქოს ისე აღიქმება, რომ მიგრანტებზე ფულია დაწესებული. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ასეთი სწრაფი წამოწყება წარუმატებლად დასრულდება, რადგანაც მიმდინარე მოვლენების ჰუმანიტარული და სამართლიანი ხასიათის შესაძენად ყველა სტრუქტურის უგულვებელყოფა ხდება“.

კუბასა და აშშ-ს შორის დაახლეობის პოლიტიკა ხელოვნების სფეროზეც ახდენს გავლენას - წერს ესპანური გაზეთი „ელ პაისი“. გაზეთის მიხედვით, კუბელი და ამერიკელი ხელოვანების გამოფენა სახელწოდებით „იდეები და გამოცდილება“ ჰავანას მე-12 ბიენალზე იქნება წარმოდგენილი. ამის გამო ჰავანას მე-12 ბიენალე ისტორიაში, სავარაუდოდ, „დიალოგისა და შეთანხმების ბიენალეს“ სახელწოდებით შევა.
არაბული გაზეთი „ალქუდსი“ იტყობინება, რომ აიდინის პროვინციის დაბა დიდიმში 14 სირიელი არალეგალის ნავი ჩაიძირა და ისინი ბოლო წუთში სანაპირო დაცვის ეგეოსი ზღვის სარდლობის ჯგუფმა გადაარჩინა. 14 არალეგალიდან 4 ბავშვი იყო.

ფრანგული გაზეთი „ლე ფიგაროს“ ინფორმაციით, პარიზში შაპელის ბულვარის მეტროს ხიდის ქვეშ ტერიტორიის დაცლა დაუწყო პოლიციამ იქ მცხოვრები 360 მიგრანტისაგან. მიგრანტები ავტობუსებში ჩასვეს და პარიზის გარეუბნებში მდებარე საგანგებო თავშესაფრებში გადაიყვანეს. მიზეზად დასახელებული იქნა ეპიდემიების რისკი, მიგრანტების არაჰიგიენურ და ხალხმრავალ გარემოში ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ბანაკი, სადაც ერიტრედან, ეგვიპტიდან და სომალიდან ჩასული მიგრანტები ცხოვრობენ, კვირაში ერთხელ სუფთავდება, პირობები თანდათან გაუარესდა და აპრილში იქ ფსორიაზმა იჩინა თავი.

ინგლისური „გარდიანის“ ცნობით, დევიდ კამერონი ევროპიდან ადამიანის უფლებების დაცვის საკითხზე ჩამოშორებისათვის ემზადება. თუ სტრასბურგი ინგლისის გეგმაზე უარს განაცხადებს, ინგლისის პრემიერმინისტრი ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების უფლებას გამოიყენებს. დევიდ კამერონის მოთხოვნაა ისეთი რეფორმების გატარება, რომლითაც მის ქვეყნასა და ევროკავშირს შორის დადებული შეთანხმების დასარღვევად საკითხზე ინგლისის სასამართლოებს ევროკავშირის სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების უფლება ექნებათ და გადაწყვეტილებების მიმღები უმაღლესი ორგანო ინგლისელი მოსამართლეები და სასამართლოები იქნება. პრემიერმა განაცხადა, რომ თუ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო ამ რეფორმების მოთხოვნას არ დათანხმდება, გაერთიანებული სამეფო სასამართლოსთან კავშირებს გაწყვეტს.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები