უცხოური პრესა 27.05.2015

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

291062
უცხოური პრესა 27.05.2015

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ ბერძნულ გაზეთ „კატიმერინ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, საბერძნეთის, ბულგარეთისა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართული სამიტის ფარგლებში არალეგალურ მიგრაციასთან და ტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხზე სამ ქვეყანას შორის „საერთო საკონტაქტო“ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
ბაჰრეინში არაბულ ენაზე გამომავალი გაზეთის „ალვასტი“-ს ცნობით, თურქეთის ელჩმა ბაჰრეინში ჰათუნ დემირერმა ბაჰრეინის საინფორმაციო სააგენტოსათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში არსებული ურთიერთობები სტაბილურად იზრდება და 2004 წელში თურქეთში ბაჰრეინიდან ჩასული ტურისტის რაოდენობა 2014 წელში 3155-დან 24 305-მდე გაიზარდა. ელჩის განცხადებით, თურქეთის ავიახაზები და ბაჰრეინის ავიახაზები ყოველდღიურად ორმხრივ რეისებს ასრულებენ და ტურიზმი არის ის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხალხებს შორის არსებულ პატივისცემასა და მეგობრობას აღრმავებს.

ორშაბათს ფრანგული ავიახაზების Air France-ს თვითმფრინავში, რომელიც რეისს პარიზიდან ნიუ-იორკის მიმართულებით ასრულდება, მომბის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა, რის გამოც ამერიკის საჰაერო ძალების კუთვნილმა ორმა F-15 ტიპის თვითმფრინავმა იგი ნიუ-იორკის ჯონ კენედის სახელობის აეროპორტამდე მიაცილა - იტყობინება ფრანგული გაზეთი „ლე მონდი“. აეროპორტში კონტროლი ჩატარდა, თუმცა თვითმფრინავში არც ბომბი და არ სახიფათო ნივთი აღმოჩენილი არ ყოფილა.

გერმანული „დოიჩე ველე“-ს ინფორმაციით გერმანიაში ეკონომიკა სპეციალისტების სიმცირეს განიცდის. დღის წესრიგში ისევ ჩადგა ინდოეთის მსგავსი ქვეყნებიდან სპეციალისტების ჩაყვანის საკითხი. გერმანიის ეკონომიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ტექნიკურ, კომპიუტერულ და მათემატიკურ დარგებში შიდა ბაზარზე დასასაქმებელდ 137 ათასზე მეტი სპეციალისტია საჭიროა.

ესპანური „ლა ვანგარდია“-ს თანახმად, შაბათს დაწყებული ახალი საჰაერო ოპერაციით ერაყულმა შენაერთებმა რამადის აღმოსავლეთში მდებარე რეგიონზე კონტროლი აღადგინეს. ამასთანავე ორშაბათს ქალაქიდან სამხრეთით დაახლეობით 20 კილომეტრზე დედაქალაქ ბაღდათთან ძალიან ახლოს მდებარე სოფლების რეგიონიც აიღეს. ერაყის შენაერთებისა და შიიტი მუსლიმების მხარდაჭერით ამერიკის ლიდერობით კოალიციის ძალების მხრიდან ქალაქზე განხორციელებული საჰაერო შეტევის დროს მინიმუმ 20 ტერორისტი იქნა მოკლული.

და ბოლოს, ირანული გაზეთის „ქაიჰანი“-ს ცნობით, ირანის ქალთა და მამაკაცთა მშვილდოსნობის ეროვნული ნაკრები, მშვილდოსნობაში ჩინეთში გამართული მსოფლიო თასის პირველი ტურის შემდეგ თურქეთის ქალაქ ანტალიაში ჩავიდა, სადაც 27 მაისსა და 2 ივნისს გასამართ მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები