უცხოური პრესა 15.10.2014

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

157876
უცხოური პრესა 15.10.2014

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვას ვიწყებთ ამერიკულ საინფორმაციო სააგენტო ასოსეიშედ პრესში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც თურქმა უფლებამოსილებმა უარყვეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საჰაერო ბაზის ტერორგანიზაცია ISIS-ს წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყენების საკითხზე შეთანხმების მიღწევის თაობაზე აშშ-დან გავრცელებული ინფორმაციები, რის შემდეგაც ორშაბათს ამერიკელმა უფლებამოსილებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ თურქეთი აშშ-სა და კოალიციურ ძალებს ინჯირლიქის ჩათვლით საჰაერო ბაზების გამოყენების უფლებას მისცემს და დეტალებზე კიდევ მიმდინარეობს მუშაობა. თუმცა ორშაბათს, კაბინეტის კრების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში თურქეთის ვიცეპრემიერმა ბულენთ არინჩმა განაცხადა, რომ ინჯირლიქის საჰაერო ბაზასთან დაკავშირებით ახალი ვითარება არ შექმნილა. არინჩისვე განცხადებით, თურქეთმა სირიასა და ერაყში ტერორგანიზაცი ISIS-თან მებრძოლი ზომიერი ოპოზიციის ძალთა გაწვრთნისა და აღჭურვისათვის ზოგიერთი ბაზის გამოყენება შესთავაზა, თუმცა მხარეებს ჯერ-ჯერობით შეთანხმება არ მიუღწევიათ.

ირანულ საინფორმაციო სააგენტო ირნა-ს მოჰყავს თურქეთის პრემიერის აჰმედ დავუთოღლუს განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „ტერორგანიზაცი ISIS-თან ბრძოლაში სამი არჩევანის გარდა სხვა გზა არ არსებობს. საერთაშორისო სახმელეთო ძალა, საჰაერო დაბომბვები ან საერთაშორისო საჰაერო ძალების მხარდაჭერით სირიელი ოპოზიციის გაძლიერება.... სირიის კრიზისის საკითხის მიმართს მსოფლიო ან დუმილს შეინარჩუნებს და ეს უფრო დიდ კატასტროფას გამოიწვევს, ან მსოფლიო სირიის საკითხზე არაფერს გააკეთებს და ჩვენც გულგრილი დავრჩებით, მაგრამ ასეთი რამ შეუძლებელია ან მსოფლიოს კრიზისის მოსაგვარებლად გეგმა ექნება და თურქეთსაც მისი როლი მიეცემა და ეს მიუღებელია, რადგანაც თურქეთი სხვის მიერ განსაზღვრულ როლს არ მიიღებს... მეოთხე გზა კი გახლავთ ასეთი: თურქეთი კრიზისის მოგვარების საკითხზე თავის მოსაზრებებს წამოაყენებს, სხვებიც თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ, ამგვარად, კრიზისის დასაძლევად ფართომაშტაბიან სტრატეგიაზე ერთად ვიმუშავებთ და მას გამოვიყენებთ, თურქეთის სურვილიც ეს არის“.

და ბოლოს, ფრანგული საინფორმაციო სააგენტო აჟანს ფრანს პრესი კი აქვეყნებს სტატიას სათაურით „პარიზი მოლაპარაკებებში ახალი ქვეთავის გასახსნელად მზად არის, რომლის თანახმადაც, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორენ ფაბიუსმა გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საფრანგეთი თურქეთთან ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე წარმოებულ მოლაპარაკებებში ორი ქვეთავის გასახსნელად მზად არის. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუდ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ ფაბიუსმა ასევ დასძინა, რომ მოლაპარაკებები გამჭვირვალედ, კარგი განზრახვით და აღიარებული ჩარჩოების ფარგლებში უნდა წარიმართოს. მისივე თქმით, საფრანგეთს დღეს წინსვლა სურს, 2013 წლის ნოებერში ახალი 22-ე ქვეთავის გახსნა მოახერხეს და საფრანგეთი განსაკუთრებით 23-ე და 24-ე ქვეთავების გასახსნელად მზად არის.

მევლუდ ჩავუშოღლუმ კი დასძინა, რომ თურქეთი მოლაპარკებების ყველა ქვეთავის გასახსნელად არის მზად და თუ საფრანგეთი არც ერთი ქვეთავის გახსნაზე პრეტენზიის არ ქონას ოფიციალურად გამოაცხადებს შესანიშნავი და დადებითი გზავნილი იქნება. 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები