უცხოური პრესა 08.10.2014

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

150815
უცხოური პრესა 08.10.2014

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვას ვიწყებთ იაპონურ გაზეთ „სანკეი სიმბუნ“-ში გამოქვეყნებული სტატიით „თურქეთის პოზიცია იცვლება“, რომლის თანახმადაც, თურქეთი აშშ-ს ლიდერობით მოხალისეთა კოალიციასთან ერთად ბრძოლაში ჩართვის სურვილის გამომხატველ პოზიციას იკავებს, თუმცა პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი აცხადებს, რომ სამხედრო ოპერაციაში ჩართვისათვის სირიაში ფრენებისათვის აკრძალული ზონისა და სირიის ჩრდილოეთით ბუფერული ზონის შექმნაა საჭირო. სამხედრო ოპერაციის ფართომაშტაბიანობისა და ამაზე საერთაშორისო საზოგადოების მიერ თანხმობის გამოცხადების სირთულის გამო თურქეთთან შეთანხმების მიღწევის თემაზე წარმატების მიღწევის საკითხი გაურკვეველია.

ფრანგული საინფორმაციო სააგენტო AFP-ს ინფორმაციით, თურქეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა ნეჯდეთ ოზელმა სირიის ტერიტორიაზე თურქეთის კუთვნილი პატარა რეგიონის სულეიმან შაჰის თურბეს დამცველი სამხედროების მხარდამჭერი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეს სამხედროები მარტონი არ არიან და მოთხოვნისთანავე შეიარაღებული ძალები მაშინვე მათ გვერდით გაჩნდებიან. სააგენტოს თანახმად, პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა განაცხადა, რომ ამ რეგიონზე რაიმე სახის თავდასხმის განხორციელების შემთხვევაში „ღია პასუხის გაცემის“ მითითება გასცა.

ინგლისური საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა განცხადა, რომ საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლის მიზანი არ შეფერხდება და მომდევნო წელს გასამართი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი კონსტიტუციის შექმნა თურქეთისთვის პრიორიტეტული იქნება. ერდოღანმა პარლამენტის ახალი საკანონმდებლო წლის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „2015 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტში შესული ყველა პარტია უნდა განთავისუფლდეს მიკერძოებული მოსაზრებისაგან და შეთანხმებაზე დამყარებული ახალი კონსტიტუციის შესაქმნელად ერთად უნდა შეიკრიბოს. თურქეთის გაძლიერებისათვის და ქვეყნის მტკიცე საძირკველისათვის საჭიროა ახალი თურქეთისათვის შესაფერისი ახალი კონსტიტუცია“.

და ბოლოს, ესპანური გაზეთი La Vanguardia აქვეყნებს სტატიას „მსოფლიოს დაპყრობა სურს“, რომლის თანახმადაც, თურქეთს მომდევნო 10 წლის მანძილზე სურს რუსეთის, აშშ-ს, ჩინეთის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ იარაღის ექსპორტიორი სიდიდით მეექვსე ქვეყანა გახდეს და იარაღის მწარმოებელი ქვეყნების პირველ ათეულში შევიდეს. ანკარაში გამართულ თავდაცვის კონფერენციაზე სიტყვით გამოსულმა თავდაცვისა და საავიაციო მრეწველობის ექსპორტიორთა გაერთიანების თავმჯდომარემ არალ ალიშმა განცხადა, რომ თურქეთის რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავზე ანუ 2023 წლისათვის თავდაცვის მრეწველობის პროდუქციის ექსპორტი 25 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები