უცხოური პრესა 21.05.2015

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

70329
უცხოური პრესა 21.05.2015




გასულ კვირაში თურქეთში, სომას მაღაროში მომხდარმა ტრაგედიამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია მსოფლიო მედიაში. ამერიკულმა გაზეთმა The New York Times-მა პირველ გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით ”თურქეთი გლოვობს”. ამ თემას გამოეხმაურნენ ზერბაიჯანული გაზეთები ”შარკი” და ”მუსავათი”. გერმანულ სატელევიზო არხ ARD-ზე თურქეთში მომხდარზე პირდაპირ ეთერში ისაუბრეს, ასევე გადასცეს სამთო მრეწველობაზე მომზადებული გადაცემები. იაპონელი და ჩინელი ჟურნალისტები კი სომაში ჩავიდნენ და იქედან გააშუქეს მომხდარი ტრაგედია.

სომას მაღაროში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა სამხრეთ კვიპროსში გამომავალი გაზეთი ”პოლიტისი” და გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით ”ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას”.

სატელევიზიო არხ Bloomberg-ით, რომელეიც ეკონომიკური თემაზე მაუწყებლობს, გადაიცა ინფორმაცია თურქეთის ეკონომიკის შესახებ და მის თანახმად, 30 მარტის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ თურქული ლირის ღირებულება 5,7%-ით გაიზარდა და 170 ფულად ერთეულს შორის ყველაზე დიდი მოგება მოიტანა.

და ბოლოს, რუსული გაზეთი ”ვესტი” წერს, რომ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ევროპის ენერგო სექტორზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობამ გაზპრომის მთავარი მიმწოდებელი ქვეყნები შეაშინა და მათ ალტერნატიული კლიენტებისძებნა დაიწყეს. გაზეთი იტყობინება, რომ 2013 წელში თურქეთის გავლით ”ცისფერი ნაკადისა” და ” დასავლეთის დერეფნის” მილსადენებით 26,61 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექპორტი განხორციელდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ გერმანიის შემდეგ ევროპის რეგიონში რუსული გაზის ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპორტიორი თურქეთი გახლავთ და ბოლო 30 წელიწადში თურქეთის ელექტრო ენერგო ბაზარი სამჯერ გაიზარდა.



საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები