თურქული პრესა 21.05.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2142080
თურქული პრესა 21.05.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ, „Vatan“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ აბდოლლაჰიანისა და მათი გარემოცვის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა: „ჩვენ პირადად გავხდით რეგიონში მშვიდობისთვის გაწეული გულწრფელი ძალისხმევის მოწმე. ვუსამძიმრებ ირანელ ხალხს, როგორც ყოველთვის, ირანის მეგობარი და მოძმე ერი, ჩვენ თქვენთან ვიქნებით“. აღნიშნული განცხადება, ერდოღანმა გუშინდელი მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გაკეთებულ შეფასებებში გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, მათ გადაწყვიტეს თურქეთში ერთდღიანი ეროვნული გლოვის დღე გამოაცხადონ, ირანელი ხალხის მიერ განცდილი ღრმა ტკივილის გასაზიარებლად.

გაზეთი, „Sabah“-ი ჰაქან ფიდანის ირანისადმი გამოცხადებულ სამძიმარს უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა გუშინ პაკისტანის ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან მუჰამედ ისჰაკ დართან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ირანიდან მომდინარე უბედური შემთხვევის გამო. მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმს რაისის, ჩემი კოლეგის, ჰოსეინ ამირ აბდოლლაჰიანის და სხვა ყველა დაღუპულების გამო მწუხარებას გამოვთქვამ, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები“.

გაზეთი, „Haber Türk“-ი იუწყება, რომ ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ ვერტმფრენის ნამსხვრევები, რომლითაც პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლლაჰიანი იმყოფებოდნენ, აქინჯის უპილოტო საფრენი აპარატის აღმოჩენის შემდეგ იპოვეს. Akıncı-ს უპილოტო საფრენმა აპარატმა წარმატებით დაასრულა ნამსხვრევების არეალის აღმოჩენა და თურქეთში თავისი მოვალეობის გასაგრძელებლად დაბრუნდა.

გაზეთი, „Star“-ი ომერ ბოლათის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლათმა, მალის ფინანსური მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრთან მუსა ალასან დიალოსთან შეხვედრა შეაფასა და თქვა: „ჩვენს შეხვედრაზე დავადასტურეთ ჩვენი მიზანი, ვიმუშაოთ ერთად 500 მილიონი დოლარის სავაჭრო მოცულობის მიზნის მისაღწევად“.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის ოფისის აღმასრულებელი დირექტორი ისამ ქაზიმი ამბობს, რომ თურქული სერიალები და ფილმები დუბაიში ძალიან პოპულარულია. ქაზიმმა განაცხადა, რომ მათ დაიწყეს მუშაობა ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, რადგან უკვე იციან თურქული სერიალების მნიშვნელობა რეგიონში.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები