თურქული პრესა 20.05.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2141768
თურქული პრესა 20.05.2024

თურქული პრესა 20.05.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Haber Türk: „ერდოღანი ახალგაზრდებს შეხვდა“

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 19 მაისს, ათათურქის ხსოვნის, ახალგაზრდობისა და სპორტის დღესასწაულთან დაკავშირებით ახალგაზრდებს შეხვდა. პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ 19 მაისი ტყვეობის წინააღმდეგ თავისუფლების სიმბოლოა და თურქეთის ყველაზე დიდი ძალა და იმედი ახალგაზრდები არიან.

Hürriyet: "ეროვნული ბრძოლის სული 105 წლისაა"

19 მაისის ათათურქის ხსოვნის, ახალგაზრდობისა და სპორტის დღე მთელ ქვეყანაში აღინიშნა. მოქალაქეებმა ანითქაბირი მოინახულეს, სადაც თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის მუსტაფა ქემალ ათათურქის ცხედარი განისვენებს. ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა ოსმან აშქინ ბაქმა, რომელმაც ჩანაწერი გააკეთა ანითქაბირის სპეციალურ წიგნში, განაცხადა: „ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნისა და დროშის განდიდებას ყველა სფეროში“.

Star: „შავ ზღვაში ბუნებრივი აიღი უკვე აღმოაჩინეს, ახლა კი ნავთობის რიგია“

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში ბუნებრივი აირის აღმოჩენის შემდეგ მათ შეუძლიათ რეგიონიდან ნავთობის შესახებ სასიხარულო ცნობაც გაავრცელონ. მინისტრმა ბაირაქტარმა თქვა: „ჩვენ გვაქვს კვლევები შავ ზღვაში, რომელიც, ვფიქრობთ, რომ ნავთობის არსებობის ნიშანს გვაძლევს. იმედი მაქვს, ჩვენ მალე შევძლებთ კარგი ამბების გაზიარებას“.

Yeni Şafak: "მადურომ ხელი მოაწერა შეთანხმებას თურქეთთან დაკავშირებით"

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერა დოკუმენტს, სადაც ნათქვამია, რომ თურქეთთან სტამბოლში გაფორმებული საინვესტიციო შეთანხმების დამტკიცების პროცესი ვენესუელაში დასრულდა. მადურომ აღნიშნა: „მოკითხვას გადავცემ ჩემს მეგობარ, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს“.

Vatan: "უცხოური ინტერესი სტამბოლის ბირჟის მიმართ"

უცხოელი ინვესტორების წილი სტამბოლის ბირჟაზე 40 პროცენტამდე გაიზარდა. როგორც ჩანს, თურქეთის ეკონომიკაში რეიტინგის ზრდა და პოზიტიური ანგარიშები კიდევ უფრო გაზრდის საგარეო ინტერესს.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები