თურქული პრესა 17.05.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2140688
თურქული პრესა 17.05.2024

თურქული პრესა 17.05.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Habertürk: "ერდოღანის მესიჯი პალესტინის საკითხზე"

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „მთელმა კაცობრიობამ მხარი უნდა დაუჭიროს პალესტინის ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის კანონის საფუძველზე. მე მიმაჩნია, რომ მთელ მსოფლიოში მიმდინარე პალესტინის მხარდამჭერი აქციები, მნიშვნელოვანი და ღირებულია“.

Sabah: "საქართველოს პრემიერ-მინისტრი: ერდოღანი ნამდვილი ლიდერია"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ განაცხადა, რომ ერდოღანი არ არის მხოლოდ პრეზდენტი, ის არის ნამდვილი ლიდერი, რომელიც იცავს მთელი თურქეთის ინტერესებს და დაამატა: „თქვენი ლიდერობა მაგალითია ყველა ჩვენთაგანისთვის“.

Hürriyet: "პირველი თურქეთის ისტორიაში"

Baykar Teknoloji-ის ხელმძღვანელმა ჰალუკ ბაირაქტარმა განაცხადა, რომ მათ გუშინ გადასცეს Bayraktar TB2 უპილოტოების უახლესი სისტემა პოლონეთს და დაამატა: „ამგვარად, პირველად თურქეთის ისტორიაში, ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მაღალტექნოლოგიური უპილოტო საფრენი აპარატების ექსპორტი ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყანაში“.

Yenişafak: "სირქეჯი-ქიზილჩეშმეს ხაზი ევროპულ სიაშია"

სირქეჯი - ქაზლიჩეშმეს სარკინიგზო სისტემის ხაზი, რომელიც განახლდა და ექსპლუატაციაში შევიდა ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, ტურისტულმა საიტმა "loneyplanet.com"-მა შეარჩია ევროპის იმ 6 სარკინიგზო მარშრუტს შორის, რომელიც ტურისტებმა უნდა მოინახულონ.

Star: "თურქეთი გახდა ყველაზე წარმომადგენლობითი ქვეყანა წელს 58 უნივერსიტეტით"

ბრიტანეთში დაფუძნებული უმაღლესი განათლების სარეიტინგო სააგენტოს Times Higher Education (THE) 2024 წლის „ახალგაზრდა უნივერსიტეტების რეიტინგში“, რომელიც მოიცავს მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა უნივერსიტეტებს, წელს თურქეთი გახდა ყველაზე წარმომადგენობითი ქვეყანა 58 უნივერსიტეტით.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები