თურქული პრესა 17.04.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2128614
თურქული პრესა 17.04.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ, „Yeni Şafak“-ით და მასში ვკითხულობთ: მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვა ერაყში მისი ვიზიტის მნიშვნელობას და განაცხადა: „ბევრ შეთანხმებას მოეწერება ხელი. ჩვენ, თურქეთ-ერაყის ურთიერთობებს სხვა საფუძვლებზე დავაყენებთ. ასევე შესაძლებელია ერბილიც მოვინახულო“.

„მე-9 დახმარების გემი ღაზაში გაემგზავრა“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ: გემი, რომელზედაც თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის მიერ მომზადებული 3 ათას 774 ტონა ჰუმანიტარული დახმარების მასალა ღაზაში გასაგზავნად იქნა დატვირთული, მერსინის საერთაშორისო პორტიდან გუშინ გაემგზავრა. თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის პრეზიდენტმა ფატმა მერიჩ ილმაზმა თქვა: „დღემდე ღაზაში 13 თვითმფრინავი და 8 გემი გავაგზავნეთ. დღეს კი მე-9 გემს ვაგზავნით. ეს არის გემი, რომელსაც დღემდე ყველაზე მეტი ტვირთი გადააქვს“.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მეჰმედ ფათიჰ ქაჯირმა განაცხადა, რომ თურქეთის პირველმა მაღალი გარჩევადობის შიდა და ეროვნულმა სადამკვირვებლო თანამგზავრმა İMECE-მ, დაასრულა ერთ წლიანი მისია კოსმოსში. მინისტრმა სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ İMECE-მ წარმატებით შეასრულა თავისი მისია ორბიტაზე.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, „თურქეთ-აზერბაიჯანის უნივერსიტეტის დაარსების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი ოფიციალურად დაამტკიცა“.

გაზეთ „Vatan“-ის მიხედვით, Baykar-ის მიერ შემუშავებული მაღალტექნოლოგიური უპილოტო სისტემების ტესტები წარმატებით გრძელდება. KEMANKEŞ 2 მინი ჭკვიანი საკრუიზო რაკეტის ტესტირების პროცესი, ედირნეს ქეშანის რაიონში, ბაიკარის ფრენის მომზადებისა და ტესტირების ცენტრში, დაიწყო.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები