თურქული პრესა 29.04.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2133030
თურქული პრესა 29.04.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ, „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ტელეფონით ესაუბრა პალესტინის პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს მუჰამედ მუსტაფას. სატელეფონო საუბრის დრის ღაზასა და იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე არსებული ბოლო ვითარება იქნა განხილული.

გაზეთი „Hürriyet“-ი ურალოღლუს განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტიციების მინისტრთან მოჰამედ ბინ ჰასან ალ სუვაიდთან შეხვედრის შესახებ სტამბულში განაცხადა: „მომავალ პერიოდში ჩვენ გავმართავთ ოთხმხრივ მინისტრთა სამიტებს ჩემს კოლეგებთან არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ერაყთან და კატართან, ‘განვითარების გზის პროექტთან’ დაკავშირებით“.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ მექსიკის ტურიზმის მინისტრმა მიგელ ტორუკო მარკესმა განაცხადა, რომ თურქულმა სერიალებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მექსიკელებზე თურქეთში ჩასვლაზე. „თურქმა ლიდერებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს სერიალებითა და ფილმებით, გადალახეს საზღვრები და ჩააღწიეს მექსიკაში. მათ ამით აჩვენეს, თურქეთის კეთილგანწყობა და მეგობრობა“.

გაზეთი „Vatan“ ალფარსლან ბაირაქტარის ამერიკულ კომპანიებთან დაკავშირებით შეფასებებს უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები გაიმართა აშშ-ს ენერგეტიკულ კომპანია Exxon Mobil-თან LNG-ის შეთანხმებაზე.

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ სერბეთში გამართულ კრივში ევროპის ჩემპიონატზე სამეთ გუმუშმა 51 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ფინალში, უნგრელი ათილა ბერნარტის დამარცხებით.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები