თურქული პრესა 16.04.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2128129
თურქული პრესა 16.04.2024

თურქული პრესა 16.04.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Vatan: „პრეზიდენტი ერდოღანი კატარის ემირს ესაუბრა“

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა კატარის ემირის ალ თანის. საუბრისას განიხილეს თურქეთი-კატარის ურთიერთობები, გლობალური და რეგიონალური საკითხები და ისრაელის თავდასხმები ღაზაზე.

Hürriyet: „მინისტრი ფიდანი ანტონიო გუტერეშს ესაუბრა“

საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი გუშინ გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს ტელეფონით ესაუბრა. საუბრისას განიხილეს რეგიონში ბოლო მოვლენები, ღაზაში არსებული ვითარება, კვიპროსის საკითხი და შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოება.

Yeni Şafak: „როდესაც ირან-ისრაელის კრიზისი დაიწყო, MİT-ის ხელმძღვანელის ქალინის კარზე დააკაკუნა“

თურქეთის ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის MİT-ის ხელმძღვანელმა იბრაჰიმ ქალინმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების შესახებ მოსაზრებები გაცვალა CIA-ს დირექტორთან უილიამ ბარნსთან. ბარნსმა ქალინს რამადანის ბაირამის დროს დაურეკა და სთხოვა შუამავალი ყოფილიყო ირანის ისრაელზე თავდასხმის საკითხთან დაკავშირებით. ამის შემდეგ MİT-ის შეფი ქალინი ტელეფონით ესაუბრა ჰამასის პოლიტბიუროს ხელმძღვანელ ჰენიეს. საუბრის დრის მათ განიხილეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების, ღაზელთა სახლებში დაბრუნების, რეგიონისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების და გაცვლის საკითხები.

Sabah: „სტამბოლის აეროპორტი ყველაზე დატვირთულია ევროპაში“

სტამბოლის აეროპორტი 1-7 აპრილის მონაკვეთში დღეში საშუალოდ 1412 რეისით ყველაზე დატვირთული აეროპორტი გახდა ევროპაში.

Star: „აკრამი: ამ პერიოდში თურქეთთან პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია“

თურქეთ-პაკისტანის ურთიერთობებზე საუბრისას პაკისტანის გაერო-ში მუდმივმა წარმომადგენელმა მუნირ აკრამმა განაცხადა: „ჩვენი პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ევროპისთვის, ასევე ახლო აღმოსავლეთისთვის და აზიისთვის ამ გაურკვევლობისა და არასტაბილურობის პერიოდში“.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები