თურქული პრესა 02.04.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2123485
თურქული პრესა 02.04.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ, „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: 31 მარტის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა მოულოდნელი შედეგი გამოიღო. სამართლიანობისა და განვითარების პარტია (AKP), რომელმაც 2002 წლიდან ყველა არჩევნები მოიგო, პირველად ვერ მიაღწია სასურველ წარმატებას. ამაში ეფექტური იყო სიძვირე, პენსიონერთა ხელფასების არაადეკვატური ზრდა და ამომრჩეველთა ნაწილის არჩევნებზე არ მისვლა.

გაზეთი „Vatan“-ი ჯევდეთ ილმაზის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ვიცე-პრეზიდენტმა ჯევდეთ ილმაზმა თქვა: „მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან ჩვენ დავიწყებთ ნათლად დავინახოთ ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგები. ამ გზით ჩვენ თავიდან ავიცილებთ ხელფასების მატებას დროთა განმავლობაში და უზრუნველვყოფთ კეთილდღეობის მუდმივ ზრდას“.

„თურქეთში კაპიტალის შემოდინება დაიწყება“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ: ამერიკული საინვესტიციო ბანკის Goldman Sachs-ის ეკონომისტებმა თურქეთის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ თურქული ლირის შესახებ შეფასებები გააკეთეს. Goldman Sachs-ის ეკონომისტები იმედოვნებენ, რომ თურქული ლირა წინა თვეებთან შედარებით უფრო საუკეთესო ნიშნულებზე დადგება და კაპიტალის შემოდინება გაიზრდება.

გაზეთ „Star“-ის მიხედვით, სტამბოლის საფონდო ბირჟამ საშუალო ინდექსი 100 (BİST),  მარტის თვეში დაასრულა 9142,40 პუნქტით 0,56 პროცენტიანი შემცირებით და მან გადაუსწრო მსოფლიო აქციების ბაზრებს წლის პირველ კვარტალში ღირებულებით 22,39 პროცენტით.

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოში გადაღებულ სურათებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: „ალ-შიფას საავადმყოფოს სურათები არის იმის მტკიცებულება, რომ ისრაელი მიზნად ისახავს განზრახ და სისტემატურად გაანადგუროს პალესტინელი ხალხი. ისრაელის ხელისუფლების მიერ ბოლო ექვს თვეში ჩადენილმა დანაშაულებმა თავისი კვალი დატოვა, როგორც კაცობრიობის ისტორიაში განხორციელებული უდიდესი ბარბაროსობა. ყველა, ვინც ჩაიდინა ეს დანაშაული, გასამართლდება და ვინც ამ დანაშაულებზე თვალი დახუჭა, ისტორიაში ჩაიწერება, როგორც შავი ლაქა.“


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები