თურქული პრესა 01.04.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2122910
თურქული პრესა 01.04.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: გუშინ თურქეთში გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური შედეგები ცნობილი გახდა. არაოფიციალური მინაცემებით, სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ (AKP) 35,4 პროცენტი მოაგროვა, ხოლო, სახალხო-რესპუბლიკურმა პარტიამ (CHP): 37,7%. თურქეთის სამ დიდი ქალაქში გამარჯვებული სახალხო-რესპუბლიკურმა პარტიის  (CHP) კანდიდატები გახდნენ. თავის მხრივ, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ გამართულ ადგილობრივი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ამ არჩევნებში გამარჯვებული ჩვენი დემოკრატიაა, ეროვნული ნებაა“.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის ირანელ კოლეგა იბრაჰიმ რაისის ტელეფონით ესაუბრა. პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციიც თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს, თურქეთ-ირანის ორმხრივი ურთიერთობები, ისრაელის თავდასხმები პალესტინის ტერიტორიებზე და რეგიონში ჰუმანიტარული მდგომარეობა იქნა განხილული.

გაზეთ „Star“-ის მიხედვით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ფაისალ ბინ ფარჰანს ტელეფონით ესაუბრა. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს, ღაზას სექტორში არსებული უახლესი ვითარება და ის აქტივობები, რაც შეიძლება მომავალში საკონტაქტო ჯგუფმა განახორციელოს ამ საკითხთან დაკავშირებით. თავის მხრივ დიპლომატებმა ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და სხვა რეგიონული მოვლენები.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ თურქეთის შიდა ავტომობილი Togg-ი განახლდა. Togg-ის სოციალური მედიის ანგარიშზე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენ გვაქვს ბევრი სიახლე ჩვენი მომხმარებლებისთვის, სახის ამოცნობის ტექნოლოგიიდან გამდიდრებულ წრიულ დისტანციურ მართვამდე, კონდიციონერის დაგეგმარებიდან, 360 კამერით იატაკის გამოსახულების ტექნოლოგიამდე“.

„საკრუიზო ტურიზმმა წელი რეკორდით დაიწყო“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Hürriyet“-ში და მაში ვკითხულობთ: პირველად საკრუიზო ტურიზმში იანვარსა და თებერვალში თურქეთში 23 საკრუიზო გემი ჩამოვიდა. რვა პორტში გაჩერებულ საკრუიზო გემებზე 23 ათას 47 მგზავრი იმყოფებოდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები