თურქული პრესა 20.08.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1694294
თურქული პრესა 20.08.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა, გუშინ, კაბინეტის მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ადრე დაგეგმილივით, განათლების სიტემაში პირისპირი სწავლება დაიწყება 6 სექტემბერს: ”ჩვენ, მასწავლებლებსა და სხვა პერსონალს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან აცრილნი,  კვირაში სულ მცირე ორჯერ, PCR ტესტების ჩატარებას მოვთხოვთ. გარდა ამისა, ჩვენ ასევე PCR-ის  სავალდებულო ტესტირებას მოვთხოვთ თვითმფრინავებით და საქალაქთაშორისო მოგზაურობებზე, კონცერტებსა და კინოთეატრებზეც,” აღნიშნა ერდოღანმა

Habertürk-ის ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, ავღანეთის ახალი მთავრობის აღიარებასთან დაკავშირებით, რომელიც ამ ქვეყანაში შეიქმნება თალიბების მიერ ქაბულის დაპყრობის შემდეგ, განაცხადა: "ჩვენ ჯერ უნდა დავინახოთ, შეიქმნება თუ არა მართლაც ჭეშმარიტი ყოვლისმომცველი მთავრობა, რის დაპირებასაც იძლევიან თალიბები. ჩვენ აღიარების საკითხში არ ავჩქარდებით და ვიმოქმედებთ მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად."

Yeni Şafak-ში ვკითხულობთ: ჩეხეთმა საგანგებო მადლობა გადაუხადა თურქეთს ავღანეთიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხში. ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ იან ჰავრანეკმა თქვა, რომ ანკარამ სრულად უზრუნველყო ჩეხური თვითმფრინავების უსაფრთხოდ აფრენა და დაჯდომა

“ევროკავშირი ხვალიდან თურქეთის მიერ გაცემულ ე.წ.კოვიდსერტიფიკატებს ცნობს“, ასეთი სათაურის სტატია იპყრობს ყურადღებას Sabah-ში და მასში ვკითხულობთ: ევროკავშირმა გადაწყვიტა აღიაროს სამი ქვეყნის კოვიდ-19 ვაქცინის სერთიფიკატი, მათ შორის თურქეთისაც. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ექვივალენტობის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიასთან, თურქეთსა და უკრაინასთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული ქვეყნების მიერ გაცემული კოვიდსერტიფიკატები, ხვალიდან მიიღება ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში

Star-ი იუწყება, რომ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გუშინ,  კომპანია BioNtech-ის საწარმოო ობიექტი მოინახულა, რომლის დამფუძნებელი პარტნიორები არიან კოვიდ-19 ვაქცინის, “ბიონტეხ/ფაიზერ“-ის შემქმნელი თურქი წარმოშობის მეცნიერები, პროფესორ-დოქტორი უღურ შაჰინი და მისი მეუღლე ოზლემ თურეჯი. ”როდესაც უყურებთ ამ ვაქცინებს, ისინი არც ისე  ძალიან შესამჩნევად გამოიყურებიან, მაგრამ, მათი ეფექტურობა გასაოცარია,” ხაზგასმით განაცხადა მერკელმა და მადლობა გადაუხადა თურქ მეცნიერებს“, წერს სტარი



მსგავსი ინფორმაციები