თურქული პრესა 21.01.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1568074
თურქული პრესა 21.01.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „HaberTürk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: 2019-2020 წლების, კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს სპეციალური დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა: „ერები, რომლებიც არ იცავენ და ვერ ამდიდრებენ თავიანთ ენას, განწირულები არიან ქარის წინაშე ჩავარდნილი ხეების მსგავსად, რომელთა ფესვებიც ხმება.“

გაზეთი „YeniŞafak“-ი იუწყება, რომ თურქეთ-სირიის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებიდან იდლიბში იძულებით მიგრაციაში წასული სირიელებისათვის, თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის მიერ აშენებული სახლები საცხოვრებლად უკვე მზად არიან. ორგანიზაციამ იდლიბში 1228 ბრიკეტის სახლი ააშენა.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს რომ თურქეთის კუთვნილი მეხუთე თაობის სატელიტის, Türksat/თურქსათ 5A-ს კოსმოსში მოგზაურობა, რომელიც 4 თვეს უნდა გაგრძელდეს, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ ქარაისმაილოღლუმ განაცხადა.

გაზეთი „Sabah“-ის მიხედვით, თურქეთის სოციალურ საკომუნიკაციო პლატფორმა BiP-ში გადასვლა დაიწყეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიც არიან ბაჰრეინი, ბანგლადეში, კატარი, პაკისტანი, საუდის არაბეთი და ომანი. Google Play Store–ის მონაცემებით, BIP-ი გადმოწერ უკვე პირველ ადგილზეა.

გაზეთი „Star“-ი იტყობილება, რომ თურქეთიდან 2020 წელში სანელებლების ექსპორტი წინა წელთან შედარებით  15%-ით გაიზარდა და მისი შემოსავალი 201 მილიონ 735 ათას დოლარამდე ავიდა. ყველაზე მეტი სანელებლების ექსპორტი აშშ-ში, გერმანიასა და ჩინეთში განხორციელდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები