თურქული პრესა 05.06.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1429969
თურქული პრესა 05.06.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Vatan-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა გუშინ, ანკარის საპრეზიდენტო სასახლეში მიიღო ლიბიის პრემიერ-მინისტრი ფაიზ ეს სარაჯი და მასთან საუბარში თქვა, რომ თურქეთი გააგრძელებს ყველანაირი დახმარებების აღმოჩენას ლიბიის ლეგიტიმური მთავრობისადმი, ხოლო მეამბოხე გენერლისადმი მხარდამჭერებს კი, ისტორია განსჯის და გაასამართლებს

Star-ი კი ლიბიის პრემიერ მინისტრ ფაიზ სარაჯის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ხაზგასმით ამბობს, რომ მეამბოხეებთან ბრძოლას მათ სრულ განადგურებამდე გააგრძელებენ. მისივე თქმით, ამის მერე ისინი აღარ მიუჯდებიან არალეგალური ძალების ლიდერთან, გენერალ ჰაფტერთან მოლაპარაკებების მაგიდას. ”ჩვენ გვინდა, რომ  ლიბიის რეკონსტრუქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ თურქულმა კომპანიებმა,“ ხაზგასმით განაცხადა ლიბიის პრემიერმა სარაჯმა, წერს სტარი

“თურქეთმა, პანდემიის პერიოდში სამედიცინო დახმარება გაუგზავნა 102 ქვეყანას“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Hürriyet-ი და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ტელეკონფერანსით შეუერთდა ლონდონში ჩატარებულ ''2020-გლობალური ვაქცინების სამიტს“ და თქვა: ”კოვიდ-19-მა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ჩვენ, ე.ი. ყველა ქვეყანა, არსებითად დიდ ოჯახს წარმოვადგენთ, ამიტომაც, ჩვენი ბედიც და ჩვენი მომავალიც საერთოა. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით სამედიცინო დახმარება აღმოვუჩინეთ 102 ქვეყანას და ამ დახმარებებს გავაგრძელებთ“.

Haber Türk-ი ეკონომიკურ გვერდზე ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ადილ კარაისმაილოღლუს განცხადებას ანთავსებს, რომელშიც იგი ამბობს, რომ 10 ივნისიდან ისინი  საჰაერო ფრენების ეტაპობრივ დაწყებას აპირებენ 40 ქვეყნის მიმართულებით. ”პირველი ფრენები განხორციელდება ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში, ბაჰრეინში, ბულგარეთში, ყატარში და საბერძნეთში, შემდეგ კი დანარჩენ ქვეყნებში,” აღნიშნა მინისტრმა

Yeni Şafak-ის კორესპონდენტი უკრაინიდან იტყობინება რომ ამ ქვეყნის პარლამენტმა უკან გაიტანა და განსახილველად არ მიიღო 1915 წლის მოვლენების შეფასებისთვის მომზადებული კანონპროექტი. აქვე უკრაინელი პარლამენტარის ლუდმილა მარჩენკოს განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ამბობს: “სომეხთა უსაფუძვლო პრეტენზიები, რომელიც ჩვენი პარლამენტის დღის წესრიგში დააყენეს, საკმაოდ ავადმყოფური პრეტენზიაა და ჩვენს ქვეყანაში ამ საკითხის განხილვა შეუძლებელია, რადგან, ჩვენი მეგობარი თურქეთის წინააღმდეგ წამოჭრილი მსგავსი პრეტენზიები, უკრაინაში ყოვლად მიუღებელია.”



მსგავსი ინფორმაციები