თურქული პრესა 26.10.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

834656
თურქული პრესა 26.10.2017

 

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ერდოღანმა გუშინ, ანკარაში ოფიციალურ ვიზიტით მყოფი ერაყის პრემიერმინისტრი ჰაიდარ ელ-იბადი მიიღო და შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრეს კონფერენცია მოაწყვეს, რომელზედაც აღინიშნა, რომ მართალია ერაყში წარმატებული ბრძოლა მიმდინარეობს ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის წინააღმდეგ და მრავალი დასახლებაც გათავისუფლებულ იქნა მათგან, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგიერთ დასახლებებში დეაშელების ადგილის დაკავებას ქურთი სეპარატისტები, PKK-ს მილიტანები ცდილობენ. აქედან გამომდინარე ერდოღანმა იბადის, ერაყის ჩრდილოეთში დაბუდებული პკკ-ას წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაციის განხორციელება შესთავაზა, ხაზს უსვამს ჰურრიეთი

Sabah-ი თურქეთის პრემიერმინისტრის, ბინალი ილდირიმის მხრიდან იზმირში, ეგეოსის რეგიონის ეკონომიკურ ფორუმზე წარმოთქმულ სიტყვას აანალიზებს, რომელშიც იგი ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა თუ ამ წლის ბოლოს მთლიანობაში 7%-ით გაიზრდება, ამ ციფრმა არავინ არ უნდა გააკვირვოს. “ 2017 წელს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ, რომელიც თურქეთის ეკონომიკის უფრო სწრაფად გაზრდას შეუწყობს ხელს და ეს ზრდა უკვე დაიწყო, თუმცა, ამ მხრივ 2018 წელი უფრო წარმატებული იქნება. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში თურქეთის ეკონომიკა დიდ ოციანთა წევრებს შორის ყველაზე მზარდი იქნება და შეიძლება ეს ზრდა ორნიშნა ციფრამდეც კი ავიდეს“, აღნიშნა ილდირიმმა, წერს საბაჰი

“თურქეთი გენ შეუცვლელი ბამბის წარმოებაში ლიდერ ქვეყანას წარმოადგენს“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Star-ი და მასში ვკითხულობთ: “თურქეთი, კლასიკური მეცხოველეობის მეთოდებით შემუშავებული თესლებით წარმოებული ბოჭკოვანი ბამბით და  მისგან მიღებული უმაღლესი სარგებლით, მსოფლიო მასშტაბით პირველ ადგილზე დგას.  თურქეთის რესპუბლიკას, დაარსების პირველივე წლებიდან მოყოლებული ეფექტურ, მაღალი შემცველობის და ყოველგვარი დაავადებისადმი გამძლე ეროვნული ბამბის თესლს კლასიკური მეცხოველეობის მეთოდებით, თანაც, გენების შეუცვლელად მოჰყავს და მას არც მანქანით კრეფა აზიანებს“

Haber Türk-ის ეკონომიკური მიმომხილველი ქვეყნის საავტომობილო მრეწველობის განვითარებას აშუქებს და წერს, რომ ამ სფეროში სტაბილური წარმოების და ექსპორტის მხრივ რეკორდს რეკორდზე ამყარებენ რა, დღეს თურქეთი, ევროკავშირში ავტომობილების ექსპორტის მხრივ პირველ ადგილზეა და უკან ჩამოიტოვა ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა აშშ, იაპონია და სამხრეთ კორეა. “მოკლედ, გასულ წელს თურქეთმა ევროკავშირში 45,7 მილიარდი ევროს ღირებულების 3 მილიონ 400 ათასი ცალი ავტომობილი გაიტანა ექსპორტში“, აღნიშნავს ჰაბერ თურქის  ეკონომიკური მიმომხილველი  

Vatan-ი იტყობინება, რომ Turkcell-მა, რომელიც ციფრულ მომსახურებაში ლიდერობს, თურქეთის ეროვნული შიდა საძიებო სისტემის, 'Yaani'-ს პრეზენტაცია მოახდინა. ეს პირველი ეროვნული შიდა საძიებო სისტემა ხელმისაწვდომი იქნება მობილურ მოწყობილობებზეც



მსგავსი ინფორმაციები