პრეზიდენტი ერდოღანი მუღლაში მიტინგზე სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტი ერდოღანი მუღლაში მიტინგზე სიტყვით გამოვიდა

2110260
პრეზიდენტი ერდოღანი მუღლაში მიტინგზე სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი ქვეყანაში განვითარების ახალ ნაბიჯებს გადადგამენ.

პრეზიდენტი და სამართლიანობისა და განვითარების პარტიის თავმჯდომარე ერდოღანი თავისი პარტიის მუღლას მიტინგზე სიტყვით გამოვიდა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი 21 წელია მართავენ თურქეთს მომსახურების პოლიტიკით და დაამატა: „ჩვენ არასოდეს მოგვიხდენია ვინმეს გაუცხოება. ყველა ფენიდან ყველა მოქალაქე  ჩავიხუტეთ და ყველას ვემსახურეთ“.

ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2016 წლის 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ არა მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე, არამედ ტერორიზმის სათავეშიც იბრძოლებდნენ და დადებით შედეგებსაც მიაღწიეს.

„ვერავინ შეუქმნის საფრთხეს ჩვენი ერის მშვიდობას. ჩვენ იგივე სიმტკიცით გავაგრძელებთ გზას“.  - თქვა მან.

„მშვიდობის პირველი პირობა უსაფრთხოებაა“. - განაცხადა პრეზიდენტმა და დაამატა: „იმედია, თქვენთან ერთად, საარჩევნო ყუთში (ადგილობრივი არჩევნები 31 მარტს) გადავდგამთ ჩვენი რესპუბლიკის მეორე საუკუნის ღირსეულ განვითარების ახალ ნაბიჯს“.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები