პრეზიდენტი ერდოღანი უნგრეთში მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს

პრეზიდენტი ერდოღანი უნგრეთში მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს

2077577
პრეზიდენტი ერდოღანი უნგრეთში მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს ოფიციალური ვიზიტით, უნგრეთში მიემგზავრება.

პრეზიდენტ ერდოღანის ვიზიტი უნგრეთში ემთხვევა, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიზნით ორ ქვეყანას შორის გაფორმებული მეგობრობის ხელშეკრულების 100 წლის იუბილეს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი პოლიტიკური, დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების შეფასება.

პრეზიდენტი ერდოღანი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება უნგრეთის პრეზიდენტს კატალინ ნოვაკს და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს.

შეხვედრების დროს დაგეგმილია თურქეთ-უნგრეთის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების განხილვა და დღის წესრიგის საკითხებთან ერთად, თურქეთის ურთიერთობები ევროკავშირთან, ღაზაში ბოლო ვითარება და სხვა საკითხები.

მეორეს მხრივ, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორ ქვეყანას შორის უმაღლესი დონის სტრატეგიული საბჭოს სხდომა.



მსგავსი ინფორმაციები