თურქეთის დაზვერვამ ისრაელის დაზვერვა გააფრთხილა

თურქეთის დაზვერვამ ისრაელის დაზვერვა გააფრთხილა

2072538
თურქეთის დაზვერვამ ისრაელის დაზვერვა გააფრთხილა

თურქეთის დაზვერვამ გააფრთხილა ისრაელის დაზვერვა, რომ მათ უკანონო ქმედებებს თურქეთში სერიოზული შედეგები მოჰყვება.

ამერიკული გაზეთი Wall Street Journal წერს, რომ ისრაელი აწყობს მკვლელობის გეგმებს პალესტინის გარეთ მცხოვრები ჰამასის წევრების წინააღმდეგ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ისრაელის დაზვერვის განყოფილებები მიზნად ისახავდნენ ჰამასის წევრებზე თავდასხმას ლიბანში, თურქეთსა და კატარში.

ისრაელის შიდა დაზვერვის ორგანიზაციის შინ-ბეტის დირექტორმა რონენ ბარმა ისრაელის სახელმწიფო ტელევიზია KAN-ით გავრცელებულ ჩანაწერში განაცხადა, რომ „მათ გადაწყვეტილი აქვთ მოკლან ჰამასის ლიდერები მთელ მსოფლიოში, მათ შორის კატარში, თურქეთსა და ლიბანში, თუნდაც ამას წლები დასჭირდეს. "

თურქეთის დაზვერვის წყაროებმა, ისრაელის მიერ თურქეთის ჩათვლით პალესტინის გარეთ მცხოვრები ჰამასის წევრებზე თავდასხმის შესახებ საერთაშორისო პრესაში გავრცელებულ ინფორმაციებზე და ისრაელელი უფლებამოსილების ამ კუთხით გაკეთებულ განცხადებებზე დაყრდნობით მოპასუზე მხარე გააფრთხილა და განაცხადა, რომ საწინააღმდეგო პოზიციას სერიოზული შედეგები მოჰყვება.

უფლებამოსილებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სხვადასხვა სადაზვერვო სამსახურები ადრეც ცდილობდნენ უკანონო ქმედებების განხორციელებას თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და არცერთი სამსახური არ დაუშვებს ასეთ ოპერაციებს.


საკვანძო სიტყვები: #დაზვერვა , #ისრაელი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები