მინისტრი ფიდანი ესპანეთში გაემგზავრა

ჰაქან ფიდანი ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გაემგზავრა ხმელთაშუა ზღვის კავშირის მე-8 რეგიონალურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად

2069488
მინისტრი ფიდანი ესპანეთში გაემგზავრა
İrlanda Micheal Martin-hakan fidan.jpg
italya antonio tajani-hakan fidan.jpg
hakan fidan-ispanya jose manue albares.jpg
hollanda hanke bruins slot-hakan fidan.jpg

საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გაემგზავრა ხმელთაშუა ზღვის კავშირის მე-8 რეგიონალურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად.

ფორუმზე ერთადერთი დღის წესრიგი იყო ჰუმანიტარული კრიზისი ღაზაში და სიტუაცია რეგიონში.

ვიზიტის დროს მინისტრმა ფიდანმა განიხილა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის - არაბთა ლიგის რიგგარეშე ერთობლივი სამიტის მიერ დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ხოსე მანუელ ალბარეს ბუენოსთან ერთად ღაზაში მიმდინარე მოვლენები.

მინისტრი ფიდანი ასევე შეხვდა იტალიის ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს ანტონიო ტაიანს, ირლანდიის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრს მაიკლს მარტინს და ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰანკე ბრუინს სლოტს.


საკვანძო სიტყვები: #ჰაქან ფიდანი

მსგავსი ინფორმაციები