ერდოღანმა ღაზას სექტორზე ისრაელის თავდასხმებთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთა

ერდოღანმა ღაზას სექტორზე ისრაელის თავდასხმებთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთა

2060609
ერდოღანმა ღაზას სექტორზე ისრაელის თავდასხმებთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ღაზას სექტორზე ისრაელის თავდასხმებთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთა და აღნიშნა: „ჩვენი მოვალეობაა გადავარჩინოთ ჩვენი პალესტინელი ძმები ისრაელის ჩაგვრისგან და შევაჩეროთ ღაზაში ჩადენილი ხოცვა-ჟლეტა მსოფლიოს თვალწინ“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნული შეფასება, გუშინ რიზეში ერთ-ერთ ღონისძიებაში მონაწილეობისას, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ თურქეთი არის რეგიონში, რომელიც ცეცხლის ქარტიაშია მოქცეული და მათ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რათა ამ ცეცხლმა თურქეთს ზიანი არ მიაყენოს.

„ჩვენი მოვალეობაა გადავარჩინოთ ჩვენი პალესტინელი ძმები ისრაელის ჩაგვრისგან და შევაჩეროთ ღაზაში ჩადენილი ხოცვა-ჟლეტა მსოფლიოს თვალწინ. ასევე ჩვენი მოვალეობაა, ისტორიის წინაშე გამოვაცხადოთ ის დამნაშავეები, ვინც მხარს უჭერს ღაზაში ამ ამორალურ, არაკეთილსინდისიერ, და საზიზღარ ხოცვა-ჟლეტას. ჩვენ არასოდეს დავტოვებთ ჩვენს ძმებს ღაზაში უსახლკაროდ, უმწეოდ და მარტოდ“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები