ერდოღანი: „მსოფლიო უყურებს ფსიქოპათის ბარბაროსობას“

ერდოღანი: „მსოფლიო უყურებს ფსიქოპათის ბარბაროსობას“

2145969
ერდოღანი: „მსოფლიო უყურებს ფსიქოპათის ბარბაროსობას“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ მკაცრად გამოხატა თავისი რეაქცია ისრაელის მიმართ, რომელმაც ღაზას სექტორში ხოცვა-ჟლეტა განახორციელა, რომლის დროსაც გასული წლის 7 ოქტომბრიდან მოყოლებული, 36 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე შეიწირა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნული განცხადება, პარლამენტში, მმართველი, სამართლისა და განვითარების პარტიის (AKP) წევრებთან სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა: „მსოფლიო უყურებს ავადმყოფის, მანიაკის, ფსიქოპათის, სისხლით მკვებავი ვამპირის, სახელად ნეთანიაჰუს ბარბაროსობას. აშშ და ევროპა, თქვენ ხართ ამ ვამპირის პარტნიორი. ისრაელის მხრიდან გასული კვირის ბოლოს ქალაქ რაფაჰში ლტოლვითა ბანაკებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მრავალი სამოქალაქო, მათ შორის ქალები და ბავშვები დაიღუპნენ. რა გინდოდა ამ უდანაშაულო ბავშვისგან, 15 ათასი უდანაშაულო ბავშვისგან? შენში ადამიანობის კვალი არ დარჩა? არ გაქვს სინდისი, წყალობა, ღირებულება, საზღვრები? ასეთი მტრული ხარ კაცობრიობის მიმართ? ო ამერიკა ამ გენოციდზე, ისევე როგორც ისრაელი შენც ხარ პასუხისმგებელი. ო, ევროპის სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურებო, თქვენც ხართ ისრაელის გენოციდის, ბარბაროსობისა და ვამპირიზმის თანამონაწილე. სანამ ღაზაში კაცობრიობა კვდება, ევროპაში კვდება დემოკრატია, ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, ქალთა და ბავშვთა უფლებები. ისრაელმა მოკლა კაცობრიობა ღაზაში, ევროპამ კი საკუთარი ღირებულებები“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა სიტყვით გამოსვლის დროს, ისლამურ სამყაროსაც მოუწოდა და განაცხადა: „რას ელოდებით საერთო გადაწყვეტილების მისაღებად? ღმერთი ამის პასუხს თქვენ, ჩვენ, ყველას მოგვკითხავს“.

ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გენოციდი, სისასტიკე და ბარბაროსობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს კაცობრიობის ალიანსით, სანამ ნეთანიაჰუ და მისი მკვლელობის ქსელი მთლიანად არ დაკარგავს კონტროლს.

ერდოღანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, გაეროსაც მიმართა და დასძინა: „შენ რას აკეთებ? რომ აღარაფერი ვთქვათ გენოციდის შეჩერებაზე, გაერომ ვერც კი დაიცვა საკუთარი პერსონალი ან დამხმარე მუშაკები, რომლებიც ღაზაში იყვნენ მივლინებული. 147 ქვეყნის ერთობლივი გადაწყვეტილება არ შეიძლება 5 ქვეყნის (გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები) ახირებაზე დარჩეს. 147, ხუთზე მეტია“.



მსგავსი ინფორმაციები