პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა ისრაელის პრეზიდენტს იცხაკ ჰერცოგს

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა ისრაელის პრეზიდენტს იცხაკ ჰერცოგს

2048504
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა ისრაელის პრეზიდენტს იცხაკ ჰერცოგს

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა ისრაელის პრეზიდენტს იცხაკ ჰერცოგს.

კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, მათ ისაუბრეს ისრაელსა და პალესტინაში განვითარებულ მოვლენებსა და რეგიონში არსებულ დაძაბულობაზე.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ღაზის მოსახლეობას ერთობლივად და განურჩევლად, კიდევ უფრო გაზრდის ტანჯვასა და ძალადობის სპირალს რეგიონში და რომ აუცილებელია იმოქმედონ საღი აზრით და რაც შეიძლება მალე დამყარდეს სიმშვიდე რეგიონში, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მთელი რეგიონის კეთილდღეობისთვის.

საუბრისას პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში შემაშფოთებელი კონფლიქტების დასასრულებლად და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად თურქეთის ძალისხმევა გაგრძელდება.


საკვანძო სიტყვები: #პრეზიდენტი , #ისრაელი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები