პრეზიდენტმა ერდოღანმა გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

პრეზიდენტმა ერდოღანმა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

2039559
პრეზიდენტმა ერდოღანმა გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო აღარ არის მსოფლიო უსაფრთხოების გარანტი, არამედ 5 ქვეყნის პოლიტიკური სტრატეგიის ბრძოლის ველი გახდა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ასევე ეთანხმება გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის განცხადებას, რომ „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი ინსტიტუტები არ ასახავენ დღევანდელ სამყაროს“ და დაამატა: „უშიშროების საბჭო აღარ არის მსოფლიო უსაფრთხოების გარანტი, ის 5 ქვეყნის პოლიტიკური სტრატეგიის ბრძოლის ველად იქცა“.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაეროს ხელმძღვანელობით საჭიროა სწრაფად მოხდეს იმ ინსტიტუტების რესტრუქტურიზაცია, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მსოფლიოს უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე და თქვა: „ჩვენ უნდა ავაშენოთ გლობალური მმართველობა, რომელსაც შეეძლება წარმოაჩინოს მსოფლიოს ყველა წარმომავლობა, რწმენა და კულტურა, თავისი გეოგრაფიითა და დემოგრაფიით“.

იგი შეეხო რუსეთ-უკრაინის ომს, რომელიც 2022 წლის თებერვლიდან გრძელდება და განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას მის დასასრულებლად დიპლომატიური და დიალოგის გზით უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სირიის ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური ერთიანობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე არის ტერორისტული ორგანიზაციების ღია მხარდაჭერა, რომლებიც კონტროლდებიან იმ ძალების მიერ, რომლებსაც ინტერესები აქვთ ამ ქვეყანაში და დაამატა: „ჩვენ დავიღალეთ მათი თვალთმაქცობით, ვინც დეაშს და მსგავს ჯგუფებს საკუთარი ინტერესების საფარად იყენებს, სირიისა და ერაყის თაოსნობით ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და საჰელში“.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას ტერორისტულ ორგანიზაციებთან საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებისთვის, არ აქვთ უფლება დაიჩივლონ ტერორიზმის და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში მუდმივი მშვიდობა მხოლოდ პალესტინა-ისრაელის პრობლემის საბოლოო გადაწყვეტით იქნება შესაძლებელი.

„1967 წლის საზღვრებზე დაფუძნებული დამოუკიდებელი და გეოგრაფიულად მთლიანობის მქონე პალესტინის სახელმწიფოს შექმნის გარეშე ისრაელისთვის ძნელია იპოვნოს მშვიდობა და უსაფრთხოება, რომელსაც ის ეძებს“.

„ჩვენ სხვის უფლებებზე თვალი არ გვიჭირავს და არავის ვაძლევთ და არც მივცემთ უფლებას ჩვენი უფლებების იგნორირება მოახდინოს“. - განაცხადა ერდოღანმა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა აღიაროს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და ამ ქვეყანასთან დიპლომატიური, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები დაამყაროს.

თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ასევე განაცხადა: „ჩვენი მოლოდინი ევროკავშირისგან არის ის, რომ მან სწრაფად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი ქვეყნის წინაშე და უნდა დაასრულოს თურქეთის მიმართ ამბივალენტური დამოკიდებულება“.

აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობებზე საუბრისას პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი თავიდანვე მხარს უჭერდნენ ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების პროცესს, მაგრამ სომხეთმა ეს ისტორიული შესაძლებლობა ვერ დააფასა.

თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნის თაოსნობით სომხეთისგან დაპირებების შესრულებას ელიან და დაამატა: "როგორც უკვე ყველა აღიარებს, ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა. ამის გარდა სხვა სტატუსი არასოდეს მიიღება“.


საკვანძო სიტყვები: #გაერო , #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები