პრეზიდენტი ერდოღანი: „რუსეთს ისევე ვენდობი, როგორც დასავლეთს“

პრეზიდენტი ერდოღანი: „რუსეთს ისევე ვენდობი, როგორც დასავლეთს“

2039016
პრეზიდენტი ერდოღანი: „რუსეთს ისევე ვენდობი, როგორც დასავლეთს“

ნიუ-იორკში გაეროს 78-ე გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ჩასულმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამერიკულ PBS არხს ინტერვიუ მისცა. ერდოღანმა თქვა: „რუსეთი მინიმუმ ისეთივე სანდოა, როგორც დასავლეთი. მათ შორის ევროკავშირი, რომელიც თავის კარებთან 50 წელია გვალოდინებს. ამჟამად რუსეთს ისევე ვენდობი, როგორც დასავლეთს.“

ინტერვიუს დროს, კითხვაზე, მზად არის თუ არა თურქეთი უარი თქვას ევროკავშირში წევრობაზე, ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირის გადაწყვეტილებებს და დაამატა: „თუ ევროკავშირი მიიღებს პოზიტიურ გადაწყვეტილებას, ჩვენ მივესალმებით მას. თურქეთი 50 წელია ევროკავშირის კარებთან ლოდინშია. ჩვენ ყოველთვის აქ ვართ. ჩვენ ყოველთვის ვიყავით თვითკმარი ქვეყანა. ჩვენ არასდროს გვჭირდებოდა ევროკავშირის კონტრიბუცია ან მხარდაჭერა, ჩვენ ეს არ გვჭირდება“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ინტერვიუს დროს სხვადასხვა საკითხებთან ერთად შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხიც შეაფასა და აღნიშნა, რომ შვედეთმა უნდა შეასრულოს დანაპირები ტერორიზმთან დაკავშირებით.

პრეზიდენტმა ერდოღანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შვედეთის წინადადებას ნატოში გაწევრიანებაზე თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისი (TBMM) შეაფასებს და სწორედ აქ იქნება დამტკიცებული.

ინტერვიუს დროს, კითხვაზე ფიქრობთ თუ არა შეერთებული შტატების თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება დაკავშირებულია ერთმანეთთან? ასეთი პასუხი გასცა: „ჩემი აზრით, არანაირი კავშირი არ უნდა იყოს. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ კონგრესი გადაწყვეტს ამ საკითხს. ჩვენ კი ვუთხარით, რომ ამ საკითხს ჩვენი დიდი ეროვნული მეჯლისი წყვეტს.  თუ პარლამენტი არ მიიღებს პოზიტიურ გადაწყვეტილებას ამ საკითხზე, მაშინ არაფერია გასაკეთებელი“.



მსგავსი ინფორმაციები