ჰაქან ფიდანი: „ჩვენ ვწუხვართ და შეშფოთებულნი ვართ იმით, რაც მოხდა კირკუკში"

ჰაქან ფიდანმა განაცხადა: „ჩვენ ვწუხვართ და შეშფოთებულნი ვართ იმით, რაც მოხდა ერაყის ერთ-ერთ მთავარი და დამფუძნებელი ელემენტების, თურქმენების სამშობლოში კირკუკში“

2032484
ჰაქან ფიდანი: „ჩვენ ვწუხვართ და შეშფოთებულნი ვართ იმით, რაც მოხდა კირკუკში"

კირკუკში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა განაცხადა: „ჩვენ ვწუხვართ და შეშფოთებულნი ვართ იმით, რაც მოხდა ერაყის ერთ-ერთ მთავარი და დამფუძნებელი ელემენტების, თურქმენების სამშობლოში კირკუკში“.

"კირკუკის მშვიდობა და სტაბილურობა პირდაპირ გავლენას ახდენს მთელი ერაყის მშვიდობასა და სტაბილურობაზე. ჩვენ ვუყურებთ კირკუკს, როგორც მშვიდობიანად ცხოვრების კულტურის სიმბოლოს."  - განაცხადა ფიდანმა.

მან თეირანში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰუსეინ ემირ აბდულაჰიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მინისტრმა განაცხადა, რომ კირკუკი წარმოადგენს ერაყის მცირე მოდელს ეთნიკური და რელიგიური შემადგენლობის თვალსაზრისით და დაამატა: „კირკუკის მშვიდობა და სტაბილურობა პირდაპირ გავლენას ახდენს მთელი ერაყის მშვიდობასა და სტაბილურობაზე. ჩვენ ვუყურებთ კირკუკს, როგორც მშვიდობიანი თანაცხოვრების კულტურის სიმბოლოს“.

მან აღნიშნა, რომ ერაყის პრემიერ მინისტრის მუჰამედ შია ეს-სუდანის ხელმძღვანელობით დაფუძნებულმა მთავრობამ ქვეყანას სტაბილურობა მოუტანა და თქვა: „განსაკუთრებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ მის და მისი მთავრობის გრძელვადიან ძალისხმევას ინფრასტრუქტურის და ინვესტიციების საკითხებში. ჩვენ გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ეს ერაყის აწმყოსა და მომავლისთვის. ჩვენ ვწუხვართ და შეშფოთებულნი ვართ იმით, რაც მოხდა ერაყის ერთ-ერთი მთავარი და დამფუძნებელი ელემენტების, თურქმენების სამშობლოში კირკუკში“.

ფიდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეხედულებები იმის შესახებ, რომ ასეთი დაძაბულობა არ უნდა იყოს დაშვებული, ადრეც იყო გაზიარებული ერაყის ხელისუფლებასთან და დაამატა: "ჩვენ მოვითხოვთ ერაყის ხელისუფლებისგან ქალაქ (კირკუკი) აღკვეთოს PKK-ის არსებობა, რომელიც ბოლო დროს გაიზარდა. კირკუკი უძველესი ქალაქია, რომელმაც ბოლო პერიოდში დიდი ტანჯვა და ხოცვა განიცადა. მიგვაჩნია, რომ ამ ქალაქში მგრძნობიარე სოციალური ბალანსები უნდა იყოს დაცული და ყველა სოციალურ სეგმენტს უნდა მიეცეს თანაბარი უფლებები წარმომადგენლობასა და ადმინისტრირებაში. ამ კონტექსტში ჩვენ დიდი ხანია მხარს ვუჭერთ ქალაქში ყველა სეგმენტის თანაბარი წარმომადგენლობის უზრუნველყოფის ფორმულას. მოგეხსენებათ, ჩვენი თურქმენი თანამემამულეების უფლებებისა და ინტერესების დაცვა ერაყის მიმართ ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. ჩვენ გავაგრძელებთ თურქმენების უფლებების პოლიტიკური ვაჭრობის საკითხად გადაქცევის წინააღმდეგ დგომას და თურქმენთა მხარდაჭერას ყველა სფეროში“.


საკვანძო სიტყვები: #ჰაქან ფიდანი

მსგავსი ინფორმაციები