ჰაქან ფიდანი თავის შვედ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

ჰაქან ფიდანი თავის შვედ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

2017893
ჰაქან ფიდანი თავის შვედ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი თავის შვედ კოლეგას, ტობიას ბილსტრომს ტელეფონით ესაუბრა. სატელეფონო საუბრის დროს, შვედეთში წმ. ყურანზე განხორციელებული თავდასხმა იქნა განხილული.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, თურქეთის საგარეო უწყება ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, მინისტრმა ფიდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუღებელია გამოხატვის თავისუფლების საფარქვეშ ამ საზიზღარი ქმედებების გაგრძელება და აღნიშნა, რომ შვედეთის მთავრობისგან კონკრეტული ნაბიჯებია მოსალოდნელი იმ თავდასხმების თავიდან ასაცილებლად, რამაც დიდი რეაქცია გამოიწვია ისლამურ სამყაროში.

მეორეს მხრივ, სატელეფონო საუბრის დროს ასევე განხილულ იქნა შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესი.



მსგავსი ინფორმაციები