პრეზიდენტი ერდოღანი: თურქეთის საუკუნე ასევე იქნება თურქული სამყაროს საუკუნე

პრეზიდენტი ერდოღანი: თურქეთის საუკუნე ასევე იქნება თურქული სამყაროს საუკუნე

1999262
პრეზიდენტი ერდოღანი: თურქეთის საუკუნე ასევე იქნება თურქული სამყაროს საუკუნე

 

არჩევნების შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა პირველი საზღვარგარეთული ვიზიტი ჩკთრ-სა და აზერბაიჯანში განახორციელა და ერთიანობისა და სოლიდარობის გზავნილი გააკეთა. „იმედია, თურქეთის საუკუნე ასევე იქნება თურქული სამყაროს საუკუნე“. - თქვა ერდოღანმა თავის პოსტში.

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სამშობლოში დაბრუნდა ჩკთრ-დან და აზერბაიჯანიდან, სადაც 14 და 28 მაისის არჩევნების შემდეგ პირველი საზღვარგარეთული ვიზიტით იმყოფებოდა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა სოციალური ქსელით შეფასებები გააკეთა და აღნიშნა, რომ „თურქეთის საუკუნე იქნება თურქული სამყაროს საუკუნეც“.

ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი ცდილობენ გააძლიერონ თურქულენოვან სახელმწიფოთა ორგანიზაციის ინსტიტუციური შესაძლებლობები და დაამატა: „როგორც თურქეთს და აზერბაიჯანს, ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პოზიცია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ჩვენი თანამშრომლობა ყველა სფეროში, ვაჭრობიდან ენერგეტიკამდე, თავდაცვის ინდუსტრიიდან ტრანსპორტის სფერომდე გაღრმავდება ისე, როგორც ჩვენ ძმობას შეეფერება“.

მან ასევე დასძინა: „აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერით ჩვენი რეგიონი ბევრად მეტ კეთილდღეობას მიაღწევს.

ერდოღანის განცხადებით, ისინი აწარმოებენ ამ დიალოგის პროცესს ალიევთან სრული კოორდინაციით და სჯერა, რომ ამ კონტაქტების დადებით შედეგებს უახლოეს მომავალში იხილავენ.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #პრეზიდენტი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები