ერდოღანი: „ჩვენი მიზანია სრულიად დამოუკიდებელი თავდაცვის ინდუსტრია“

ერდოღანი: „ჩვენი მიზანია სრულიად დამოუკიდებელი თავდაცვის ინდუსტრია“

1978370
ერდოღანი: „ჩვენი მიზანია სრულიად დამოუკიდებელი თავდაცვის ინდუსტრია“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქარიაში, ეროვნული თავდაცვის სამინისტროს არიფიეს კომპლექსში, მწარმოებელი კომპანია BMC-ს მიერ წარმოებული პირველი ეროვნული, ახალი Altay-ს ტანკის შეიარაღებულ ძალებზე ტესტირების მიზნით გადაცემის ცერემონიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მიზანია სრულიად დამოუკიდებელი თავდაცვის ინდუსტრია.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თავდაცვის პროექტების მთლიანმა ბიუჯეტმა 75 მილიარდ დოლარს მიაღწია.

პრეზიდენტმა ერდოღამა სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ მოიხსენია ყველა მოწამე და ვეტერანი, განსაკუთრებით გაზი მუსტაფა ქემალ ათათურქი, რომელმაც მარადისობას მიაღწია. ერდოღანმა თქვა: „ჩვენ ბოლოს ახალი წლის დასაწყისში ვიმყოფებოდით არიფიეში და 9 იანვარს განვახორციელეთ შტორმის ჰაუბიცების შეიარაღებულ ძალებზე გადაცემის ცერემონია. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოხარული ვართ, რომ ახალი თაობის Altay-ს ტანკის ტესტირებისთვის ჩაბარების ცერემონიას ვესწრებით. ჩვენი მიზანია, სრულიად დამოუკიდებელი თავდაცვის ინდუსტრია“.



მსგავსი ინფორმაციები