10 წლის ალი ჯემმა მიწისძვრით დაზარალებულების დასახმარებლად 2 ათასი ევრო შეაგროვა

10 წლის ალი ჯემმა მიწისძვრით დაზარალებულების დასახმარებლად 2 ათასი ევრო შეაგროვა

1950850
10 წლის ალი ჯემმა მიწისძვრით დაზარალებულების დასახმარებლად  2 ათასი ევრო შეაგროვა

ნიდერლანდებში მცხოვრებმა 10 წლის ალი ჯემმა ქაჰრამანმარაშის მიწისძვრების შემდეგ მიწისძვრით დაზარალებულების დასახმარებლად პლასტმასის ბოთლები შეაგროვა, გადამუშავების ფარგლებში მარკეტში ჩააბარა და 2 ათასი ევრო შეაგროვა.

ჰააგაში თურქეთის ელჩი სელჩუქ უნალი ტელეფონით დაუკავშირდა ქალაქ ზუტფენში მცხოვრებ ჯემს და მის ოჯახს და მადლობა გადაუხადა. ელჩმა სოციალურ ქსელით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „10 წლის ალი ჯემმა, დის და მეგობრების მხარდაჭერით, შეაგროვა პლასტმასის ბოთლები და გამოიმუშავა 2 ათასი ევრო მიწისძვრით მიყენებული ჭრილობების მოშუშებაში დასახმარებლად. მან ამ რთულ დროს ზუტფენიდან ძალა და იმედი მოგვცა. პატარაა, მაგრამ დიდი გული აქვს. მადლობა ძვირფასო ალი ჯემ."

6 თებერვალს მომხდარი 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრებს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.


საკვანძო სიტყვები: #დახმარება , #მიწისძვრა , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები