მევლუდ ჩავუშოღლუ აშშ-ში ენტონი ბლინკენს შეხვდა

ჩავუშოღლუმ შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა თურქული პრესის წარმომადგენლებთან

1934816
მევლუდ ჩავუშოღლუ აშშ-ში ენტონი ბლინკენს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ: „ჩვენ მოვუწოდებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს კვლავ იყოს დაბალანსებული საბერძნეთთან ურთიერთობებში“.

თურქეთი-აშშ სტრატეგიული მექანიზმის მეორე მინისტერიალის ფარგლებში ჩავუშოღლუ ამერიკის დედაქალაქ ვაშინგტონში თავის კოლეგას, ენტონი ბლინკენს შეხვდა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გამართა თურქული პრესის წარმომადგენლებთან.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ "აშშ-მა დაარღვია ბალანსი საბერძნეთთან ურთიერთობაში მათ სასარგებლოდ" და დაამატა, რომ საბერძნეთმა დაარღვია დემილიტარიზებული კუნძულების სტატუსი და აშშ ამ საკითხს არ შეეწინააღმდეგა.

ჩავუშოღლუმ ხმელთაშუა ზღვაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა: "კვიპროსულ მხარეს შეეძლება შეიძინოს იარაღი აშშ-ისგან. ვის წინააღმდეგ? კვიპროსელი თურქების წინააღმდეგ, თურქეთის წინააღმდეგ. იმიტომ, რომ კვიპროსელები თურმე უკეთ თანამშრომლობდნენ ფულის გათეთრების საკითხში. თუ საქმე შავი ფულია, შეიძლება სხვადასხვა წახალისება. ეს ნიშნავს ბალანსის დარღვევას. ჩვენ აშშ-ს მოვუწოდებთ კვლავ იყოს დაბალანსებული საბერძნეთთან ურთიერთობებში“.

რაც შეეხება აშშ-ს მიერ საბერძნეთისთვის F-35-ის მიყიდვას, ამ საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩავუშოღლუმ განაცხადა: "ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელიც საბერძნეთის მსგავსად დაბრკოლების პოლიტიკას მივყვებით. ჩვენ საკუთარ თავს ვენდობით".

მისივე თქმით, აშშ-ს შეახსენეს, რომ ნატოს წევრ ორ ქვეყანას შორის უფრო დაბალანსებული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს.



მსგავსი ინფორმაციები