პრეზიდენტი ერდოღანი ანითქაბირს ეწვია

პრეზიდენტი 30 აგვისტოს გამარჯვების და თურქეთის შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით ანითქაბირს ეწვია

1873785
პრეზიდენტი ერდოღანი ანითქაბირს ეწვია

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით სახელმწიფო მაღალჩინოსნები, 30 აგვისტოს გამარჯვების და თურქეთის შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმს, ანითქაბირს ეწვივნენ.

ერდოღანმა ჩანაწერი გააკეთა ანითქაბირის სპეციალურ წიგნში და მასში ნათქვამია: „ძვირფასო ათათურქ, ჩვენი დიდებული ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარდატეხის წერტილის, დიდი გამარჯვების 100 წლისთავზე, ჩვენ პატივისცემით გიხსენებთ თქვენ, თქვენს თანამებრძოლებს, დიდი ეროვნული კრების წარჩინებულ წევრებს და ჩვენს მოწამებრივად დაღუპულებს. ჩვენი გმირი მოწამეებისგან მიღებული შთაგონებით ვაგრძელებთ თურქეთის რესპუბლიკის წინსვლას იმ მიზნების მიმართულებით, რაც თქვენ დასახეთ ჩვენთვის, რომ გავაძლიეროთ იგი ყველა სფეროში, განსაკუთრებით ეკონომიკაში, თავდაცვასა და დიპლომატიაში. ჩვენი ქვეყანა, რომელმაც წარმატებით დაძლია გლობალური ეპიდემიური კრიზისი, ასევე წარმატებით მართავს თავის რეგიონში არსებულ კონფლიქტებს და ახორციელებს დიპლომატიურ ნაბიჯებს მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენისთვის, რომლებსაც მთელი მსოფლიო აფასებს. ვერც მეურვეთა თამაშები და ვერც სისხლიანი ტერორისტული ორგანიზაციების თავდასხმები ვერ შეუშლის ხელს თურქეთის მშენებლობას, რომელიც ძლიერდება და აქვს მაღალი თავდაჯერებულობა და რომელიც ჩაგრულთა იმედია. ნათელში იყოს შენი სული."

მოგვიანებით პრეზიდენტი სახელმწიფო სასაფლაოს ეწვია.



მსგავსი ინფორმაციები