პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „ტელ რიფატი და მანბიჯი ტერორის კერად იქცა“

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „ტელ რიფატი და მანბიჯი ტერორის კერად იქცა“

1856966
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „ტელ რიფატი და მანბიჯი ტერორის კერად იქცა“

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „ტელ რიფატი და მანბიჯი ტერორის კერად იქცა“.

პრეზიდენტი ერდოღანი თურქეთ-ირანი-რუსეთის სამმხრივი სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა: „ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, განვადევნოთ სირიიდან ბოროტების ცენტრები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას... მკაფიოდ უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენი რეგიონის მომავალში ადგილი არ ექნება სეპარატისტულ ტერორიზმისა და მის განშტოებებს“.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სისხლიანი ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა გაგრძელდება და დაამატა: "ტელ რიფატი და მანბიჯი ტერორის კერად იქცა. დადგა დრო, გაიწმინდოს ეს ნავსადგურები, სადაც ტერორისტულმა ორგანიზაციამ თავი შეიფარა." მისივე თქმით, სირიის ხალხისთვის ყველაზე დიდი სიკეთე არის სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის გაძევება მის მიერ ოკუპირებული მიწებიდან. „ჩვენი მოლოდინი რუსეთის ფედერაციისა და ირანისგან არის თურქეთის მხარდაჭერა ამ ბრძოლაში“. თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #პრეზიდენტი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები