ერდოღანსა და ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან

1793502
ერდოღანსა და ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, საუბრის დროს განიხილეს რუსეთის მიერ უკრაინის თავდასხმის ჩათვლით რეგიონული მოვლენები და თურქეთ-ამერიკის ურთიერთობები.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი განაგრძობენ ძალისხმევას რუსეთსა და უკრაინას შორის პოლიტიკური გადაწყვეტის მისაღწევად და რომ მნიშვნელოვანია კრიზისის გაღრმავების საწინააღმდეგოდ თურქეთმა შეძლოს საუბარი ორივე მხარესთან და იყოს ხელშემწყობი გამოსავლის ძიებაში.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების თურქეთის მიერ გახსნილი ნდობის არხის წყალობით პირდაპირი საუბრის შესაძლებლობის არსებობის მნიშვნელობა და დასძინა, რომ რომ შეხვედრის ორგანიზებაც კი თავისთავად დიპლომატიის გამარჯვებაა.

თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მოელის თურქეთის მოთხოვნის, რომელიც მოიცავს 40 ახალი თვითმფრინავის შესყიდვას აშშ-დან და არსებული F-16-ების მოდერნიზაციას, რაც შეიძლება მალე შედეგით დასრულებას და დაამატა, რომ დროა მოიხსნას ყველა უსამართლო სანქცია თურქეთის წინააღმდეგ თავდაცვის მრეწველობის სფეროში.



მსგავსი ინფორმაციები