მევლუთ ჩავუშოღლუმ ცალ-ცალკე სატელეფონო საუბარი გამართა ლავროვთან და კულებასთან

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ცალ-ცალკე სატელეფონო საუბარი გამართა სერგეი ლავროვთან და დმიტრო კულებასთან

1790724
მევლუთ ჩავუშოღლუმ ცალ-ცალკე სატელეფონო საუბარი გამართა ლავროვთან და კულებასთან

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ცალ-ცალკე სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩავუშოღლუ-ლავროვის სატელეფონო საუბრის დროს უკრაინასთან მიმდინარე კრიზისის დასრულება განიხილეს და ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომლებიც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან განიხილა.

ჩავუშოღლუ-ყკულებას შორის გამართული საუბრის დროს კი უკრაინაში მიმდინარე მოვლენები შეფასდა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე შეტევა 24 თებერვალს დაიწყეს.



მსგავსი ინფორმაციები