პრეზიდენტი ერდოღანი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან სენეგალში გაემგზავრა

პრეზიდენტი ერდოღანი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან სენეგალში გაემგზავრა

1782322
პრეზიდენტი ერდოღანი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან სენეგალში გაემგზავრა
erdoğan kdc.jpg

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაასრულა შეხვედრები კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რომელსაც აფრიკის ტურნეს ფარგლებში პირველს ეწვია და სენეგალში გაემგზავრა.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფელიქს ჩისეკედი პრეზიდენტ ერდოღანს კინშასას საერთაშორისო აეროპორტში დაემშვიდობა.

პრეზიდენტი ერდოღანი, რომელსაც სენეგალის დედაქალაქ დაკარში პრეზიდენტი მაკი სალი დახვდება, თურქეთ-სენეგალის ბიზნეს ფორუმს დაესწრება.

რესპუბლიკის სასახლეში ერდოღანისა და სალის პირისპირი შეხვედრისა და ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულებების ხელმოწერის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება.


საკვანძო სიტყვები: #სენეგალი , #თურქეტი

მსგავსი ინფორმაციები