ერდოღანის ისტორიული გამოსვლა გაეროს 79-ე გენერალურ ასამბლეაზე

ერდოღანის ისტორიული გამოსვლა გაეროს 79-ე გენერალურ ასამბლეაზე

2191056
ერდოღანის ისტორიული გამოსვლა გაეროს 79-ე გენერალურ ასამბლეაზე

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „რას ელოდებით ღაზას გენოციდის თავიდან ასაცილებლად, ამ ჩაგვრის და ბარბაროსობის შესაჩერებლად“?

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიას დაესწრო, სადაც მსოფლიო ლიდერებს მიმართა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის შეიძლება არასასიამოვნო იყოს, მე მსურს ღიად ვისაუბრო ზოგიერთ ჭეშმარიტებაზე კაცობრიობის საერთო ტრიბუნიდან. გაეროს უშიშროების საბჭო, რას ელოდებით ღაზას სექტორის გენოციდის აღსაკვეთად, იქ არსებული ჩაგვრის და ბარბაროსობის შესაჩერებლად? რას ელოდებით, როდის უნდა შეაჩეროთ ხოცვა-ჟლეტის ქსელი, რომელიც საფრთხეს უქმნის საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლეს, პალესტინელ ხალხთან ერთად? გასული წლის 7 ოქტომბრიდან მოყოლებული ისრაელის თავდასხმების შედეგად ღაზა, ქალებითა და ბავშვებით სავზე  მსოფლიოში ყველაზე დიდ სასაფლაოდ იქცა. ღაზაში ასობით ბავშვი იღუპება იმის გამო, რომ ისინი ვერ პოულობენ ერთ ლუკმა ხმელ პურს ან წვნიანს. ფასეულობები, რომლებსაც დასავლეთი იცავს, კვდება.“

პრეზიდენტმა ერდოღანმა სიტყვით გამოსვლის დროს, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც მკაცრად გააკრიტიკა და დასძინა: „ისევე, როგორც ჰიტლერი (გერმანიაში) გააჩერა კაცობრიობის ალიანსმა 70 წლის წინ, (ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ) ნეთანიაჰუ და მისი მკვლელობის ქსელი უნდა შეაჩეროს კაცობრიობის ალიანსმა დღეს. დამოუკიდებელი, სუვერენული და გეოგრაფიულად ინტეგრირებული პალესტინის სახელმწიფოს აღიარება, რომლის დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმია, აღარ შეიძლება გადაიდოს. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ნებისმიერი სახის ანტისემიტიზმის. მოვუწოდებ სახელმწიფოებს, რომლებიც არ აღიარებენ პალესტინას, რაც შეიძლება მალე აღიარონ პალესტინა, როგორც სუვერენული სახელმწიფო.“



მსგავსი ინფორმაციები