თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 452 363 ტესტი ჩატარდა

88 647 ადამიანი გამოჯანმრთელდა

1776284
თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 452 363 ტესტი ჩატარდა

„თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ფარგლებში ბოლო 24 საათში 452 363 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 108 563 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 266 პაციენტი დაიღუპა. ბოლო 24 საათში 88 647 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, დღემდე პირველი, მეორე და მესამე დოზის 143 მილიონ 478 ათას 985 ვაქცინა გაკეთდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები