პრეზიდენტი ერდოღანი ხვალ უკრაინაში მიემგზავრება

პრეზიდენტი ერდოღანი ხვალ თურქეთ-უკრაინის უმაღლესი დონის სტრატეგიული საბჭოს მეათე შეხვედრაზე დასასწრებად უკრაინას ეწვევა

1772383
პრეზიდენტი ერდოღანი ხვალ უკრაინაში მიემგზავრება

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით, ხვალ თურქეთ-უკრაინის უმაღლესი დონის სტრატეგიული საბჭოს მეათე შეხვედრაზე დასასწრებად უკრაინას ეწვევა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, დედაქალაქ კიევში შესაბამისი მინისტრების მონაწილეობით გასამართი საბჭოს სხდომის ფარგლებში შეხვედრების დროს ყველა კუთხით იქნება განხილული სტრატეგიული პარტნიორობის დონის თურქეთ-უკრაინის ურთიერთობები და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები.

შეხვედრებზე ორმხრივი ურთიერთობების გარდა, ასევე გაცვლიან მოსაზრებებს რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე.

საბჭოს სხდომაზე ასევე დღის წესრიგში დადგება სხვადასხვა შეთანხმებებისა და ურთიერთგაგების მემორანდუმების ხელმოწერა, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორმხრივ ურთიერთობებს.



მსგავსი ინფორმაციები