ერდოღანი: „ტერორისტებმა გასაქცევი ხვრელიც კი ვერ იპოვეს“

პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1772373
ერდოღანი: „ტერორისტებმა გასაქცევი ხვრელიც კი ვერ იპოვეს“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, დედაქალაქ ანკარაში თურქეთის ახალგაზრდა ბიზნესმენთა კონფედერაციის (TÜGİK) გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაცია სახელწოდებით, „ზამთრის არწივის“ შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა: „გუშინ, ღამეში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს ტერორისტების სამიზნეები 3 განსხვავებულ წერტილში დავბომბეთ. ტერორისტებმა გასაქცევი ხვრელიც კი ვერ იპოვეს. იმ შემთხვევაში ტერორისტების სამიზნეები  რომ არ გაგვეწმინდა საზღვარგარეთ, ქალაქებში მშვიდად ცხოვრებას ვერ შევძლებდით.“

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს, თურქეთის ეკონომიკურ მოდელზეც ისაუბრა და დასძინა: „ჩვენს მიერ შემუშავებული ეკონომიკური მოდელით, ჩვენი ქვეყნის მსოფლიოს 10 საუკეთესო ეკონომიკაში შეყვანას ვგეგმავთ. ჩვენ ასევე ვმუშაობთ იმისათვის, რომ 2023 წელს (რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე) თურქეთი ერთ-ერთ წამყვან საწარმოო და საექსპორტო ცენტრად გადავაქციოთ. 2021 წელი ჩვენს ისტორიაში ყველაზე მაღალი ექსპორტით დავხურეთ, რომელიც 225 მილიარდ დოლარს აჭარბებს. რაც შეეხება, მიმდინარე წელს, იანვარში 17,6 მილიარდი დოლარის ექსპორტი განხორციელდა. თურქეთი ახლა ერთ-ერთი წამყვანი საწარმოო ბაზაა მსოფლიოში.“



მსგავსი ინფორმაციები