თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 428 214 ტესტი ჩატარდა

81 530 ადამიანი გამოჯანმრთელდა

1770625
თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 428 214 ტესტი ჩატარდა

„თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ფარგლებში ბოლო 24 საათში 428 214 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 88 145 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 189 პაციენტი დაიღუპა. ბოლო 24 საათში 81 530 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, დღემდე პირველი, მეორე და მესამე დოზის 141 მილიონ 778 ათას 517 ვაქცინა გაკეთდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები