თურქეთმა ისრაელის გადაწყვეტილება დაგმო

თურქეთმა ისრაელის გადაწყვეტილება დაგმო

1758578
თურქეთმა ისრაელის გადაწყვეტილება დაგმო

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, იერუსალიმის მუნიციპალიტეტის რეგიონული დაგეგმვისა და მშენებლობის კომიტეტის მხრიდან 5 ახალი განსახლების გეგმის დამტკიცება, რომელიც მოიცავს ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში 3557 ახალ დასახლებას, მკაცრად დაგმო. სამინისტრომ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე ისრაელის მხრიდან აშენებული დასახლებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონს, მათ შორის გაეროს რეზოლუციებს. ამდაგვარი არალეგიტიმური ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს გეოგრაფიულად ერთიანი პალესტინის სახელმწიფოს ფიზიკურად დამახინჯებას, ასევე სერიოზულად აზიანებს მხარეებს შორის არსებული პრობლემის ორ სახელმწიფოს ფორმატში მოგვარებას.“

ცნობისათვის, ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, რომელიც ისრაელმა 1967 წელს დაიპყრო,  250-ზე მეტი უკანონო ებრაული დასახლებაა. ამ ადგილებში მცხოვრები დაახლოებით 500 ათასი ებრაელი დევნილი კიდევ უფრო ართულებს ოკუპაციის ქვეშ მცხოვრებ პალესტინელებს ცხოვრებას.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა ებრაული დასახლება საერთაშორისო სამართლის მიხედვით უკანონოდ ითვლება.


საკვანძო სიტყვები: #დაგმო , #ისრაელი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები