თურქეთის მკაცრი პასუხი საბერძნეთს

თურქეთის მკაცრი პასუხი საბერძნეთს

1757225
თურქეთის მკაცრი პასუხი საბერძნეთს

თურქეთმა საბერძნეთს მოუწოდა პატივი სცეს საერთაშორისო კანონებსა და ხელშეკრულებებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა თანჯუ ბილგიჩმა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ნიკოს დენდიასის განცხადებები „პროვოკაციულ რიტორიკად“ შეაფასა.

ბილგიჩმა საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ უარვყოფთ საბერძნეთის მიდგომას იმის თაობაზე, რომ ჩვენი ქვეყნის უფლებები და ინტერესები აღიქვას, როგორც საფრთხე. თუ რეგიონში არის საფრთხე, ეს საფრთხე მომდინარეობს საბერძნეთის ცალმხრივი ქმედებებიდან, რომლებიც ზრდის დაძაბულობას. საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დენდიასის მიერ ჩვენს მიმართ გაკეთებული ანტითურქული განცხადებები არის პოპულისტური და არარეალური, რომლებიც არ ემსახურება მშვიდობასა და სტაბილურობას. ეს პროვოკაციული რიტორიკა არ შეესაბამება არც კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და არც საბერძნეთთან ჩვენ მიერ ხელახლა დაწყებული საკონსულტაციო მოლაპარაკებების სულისკვეთებას. საბერძნეთის მხრიდან, ჩვენი ქვეყნის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც ჩვენს უფლებებს და ინტერესებს მოიცავს, საფრთხედ აღქმა, არარეალურია და ჩვენს მას უარვყოფთ. საბერძნეთს მოვუწოდებთ პატივი სცეს საერთაშორისო კანონებსა და ხელშეკრულებებს.“

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა, დედაქალაქ ათენში საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან პრინც ფაისალ ბინ ფარან ალ საუდისთან გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ თურქეთის შეიარაღების გაძლიერება  ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონს და რომ თურქეთი რეგიონში აგრესიულ პოლიტიკას ატარებს.


საკვანძო სიტყვები: #საბერძნეთი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები