ჩავუშოღლუმ თურქეთის, ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

ჩავუშოღლუმ თურქეთის, ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

1729808
ჩავუშოღლუმ თურქეთის, ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი არ თმობს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და რომ სწორედ ევროკავშირმა დათმო. ჩავუშოღლუმ, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის, 2022 წლის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტის კომიტეტის სხდომაზე კომისიის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

„ჩვენ არ დაგვითმია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. არამედ თვით ევროკავშირმა დათმო,“ აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

ევროპული ქვეყნებიდან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესებთან დაკავშირებით მაგალითების მოყვანით ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ ევროკავშირმა არ გაატარა პროცესები ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და ალბანეთი, რადგან 9 ქვეყანა, განსაკუთრებით საფრანგეთი, იყო გაფართოების წინააღმდეგი.

მისივე თქმით, ისინი ევროკავშირს ეუბნებიან არ დააყოვნონ ვიზალიბერალიზაციის საკითხი რადგან, ამისათვის საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. ჩავუშოღლუს  თქმით, ევროკავშირი საკითხთან დაკავშრებით მოლაპარაკებებს ახლიდან მართავს.


საკვანძო სიტყვები: #ევროკავშირი , #მევლუთ ჩავუშოღლუ

მსგავსი ინფორმაციები